.ჩემი დიდი ხნის გასაჭირი მეხსიერების დაქვეითებას უ... | ნევროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ნევროლოგია

კატეგორია - ნევროლოგია

06-08-2012

-გამარჯობა.ჩემი დიდი ხნის გასაჭირი მეხსიერების დაქვეითებას უკავშირდება,ძალიან მიჭირს რაიმეს გახსენება,თუნდაც 2 დღის წინანდელი ამბის.სამსახურში ხშირად პრობლემა მაქმნება როცა ვერ ვიხსენებ ვის რა მივწერე მეილით რამდენიმე დღის წინ.ახალგაცნობილი ადამიანების სახელებიც ძალიან ადვილად მავიწყდება,სკოლაში კარგად ვიმახსოვრებდი ტექსტებს,უნივერსიტეტში უკვე მიჭირდა და ეხლა ალბათ 2 ხაზს ვერ დავიმახსოვრებ გადაბმულად.მეგობრები რაიმე ამბავს რომ იხსენებენ წარსულიდან მე გაოცებული ვუყურებ ხოლმე,ეგ მართლა მოხდა მეთქი?ვარ 22წლის გოგო.რისი ბრალი შეიძლება იყოს ჩემი პრობლემა და რითი ვუშველო? მადლობა წინასწარ.

პასუხი
-დღევანდელი დაძაბული ყოდელდღიურობა და ცხოვრების სწრაფი ტემპი მეხსიერებასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს გაცილებით მცირე ასაკში მყოფებსაც კი უქმნის. ახალგაზრდა ასაკში მეხსიერების დაქვეითების მიზეზი ან რაიმე დაავადებაა ან ცხოვრების არაჯანსაღი წესი: ნარკოტიკი, ალკოჰოლის ჭარბი მოხმარება, სამედიცინო პრეპარატების არასათანადოდ მოხმარება. არასრულფასოვანი კვება (ნათელი აზროვნების შესანარჩუნებლად ტვინს სჭირდება ცილა, უჯერი ცხიმოვანი მჟავები,B ჯგუფის ვიტამინები, რკინა, კალიუმი, მაგნიუმი და სხვა ელემენტები),ძილის რეჟიმის უგულებელყოფა.
თუ ძილისა (ღამის მანძლზე სულ მცირე 8 სთ ძილი) და კვების რეჟიმი მოწესრიგებული გაქვთ, ამასთან იკვებებით ხილითა და ბოსტნეულით დაბალანსებული რაციონით, ფიზიკურად აქტიური ხართ (ვარჯიშობთ) და მეხსიერების პრობლემა მაინც არსებობს, მაშინ გირჩევთ ჩაიტაროთ გამოკვლევები სისხლში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონის დასადგენად, იოდის დეფიციტი პირველ ყოვლისა სწორედ ინტელექტუალურ შესაძლებლობებსა და მეხსიერებაზე აისახება ხოლმე ნეგატიურად. ქრონიკულად მიმდინარე ანემიის გამოსარიცხად გირჩევთ ჩაიტაროთ სისხლის საერთო ანალიზი და სისხლში თავისუფალი რკინის შემცველობის დასადგენი ანალიზები.
თუმცა კვლევებს რომ მიზანმიმართული ხასიათი მიეცეს უმჯობესია მიმართოთ ნევროპათოლოგს, რომელიც ამ პრობლემის დაძლევაში კვალიფიციურ დახმარებას გაგიწევთ.
კომენტარები
21 იანვარი 2018 23:00
რამდენად საშიშია (pensiniöze anemie) ამჟამად გერმანიაში ვარ და დამიდგინეს ეს დაავადება. ჩემი ოჯახის ექიმი მეუბნება არ არის საშიში არაფერიო, B12 ვიტამინის ნაკლებობა მაქვს . მეხსიერებასთან აქვს რამე შეხება? ძალიან ვუჩივი მეხსიერება. აქ ამ პრობლემას ექიმებს რომ ვეუბნები სტრესი გაქვს და მაგიტოვო. ნერვოპათოლოგთანაც ვიყავი და იმანაც იგივე მითხრა. გთხოვთ მირჩიეთ რამე თქვენც.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად