რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-ცხვირში ძგიდის გამრუდება რას იწვევს და რა გართულებებთაანაა დაკავშირებული?
პასუხი
-ძგიდის გამრუდებით გამოწვეული სუნთქვის გაძნელების გამო პაციენტს ყველაზე ხშირად უვითარდება ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადებები: სინუსიტი, ჰაიმორიტი, ეთმოიდიტი და ფრონტიტი. ხანგრძლივი მკურნალობა იწვევს ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებას და პოლიპების გაჩენას. • ცხვირით სუნთქვის გაძნელება და გამრუდებული ძგიდის მუდმივი არანორმალური შეხება ცხვირის ლორწოვან გარსთან ხშირად იქცევა ბრონქული ასთმისა და ალერგიული სურდოს მიზეზად. • ცხვირის დეფორმაცია ყველაზე ხშირად იწვევს გარეთა ცხვირის მარჯვნივ ან მარცხნივ გადახრას. ცხვირის ძგიდის მოგვიანებითი გართულებებია ცვლილებები სისხლში, გულს-სისხლძარღვთა სისტემასა და სქესობრივ სფეროში; მცირდება ორგანიზმის შეუვალობა გარემოს არახელსაყრელ ფაქტორთა მიმართ, ქვეითდება იმუნიტეტი, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამრუდებული ძგიდის დროული და კვალიფიციური მკურნალობა აუცილებელია.