გთხოვთ მიპასუხოთ მირჩიეს და ინტერნეტშიც ამოვიკითხ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

05-08-2012

-გამარჯობა გთხოვთ მიპასუხოთ მირჩიეს და ინტერნეტშიც ამოვიკითხე რომ არა სასურველი თმის მოსაცილებლად რივანოლის ხსნარი კარგიაო და მე როგორც ვიცი ჭრილობის მოსაშუშებლად არის და იკნებ უკეთესი საშვალება მირჩიოთ წინასწარ მადლობა

პასუხი
-ზოგჯერ თმა ამოდის არასასურველ ადგილას და ქალს ექმნება პრობლემა მის მოსაშორებლად. ამისთვის არსებობს მრავალი საშუალება. ხალხური მედიცინა გთავაზობთ შემდეგ რეცეპტებს:
1. წვავენ კაკლის ნაჭუჭს, მის ფერფლს წყალში ურევენ და ისვამენ თმიან ადგილას. თუ ყოველდღე გაიკეთებენ ამ საშუალებას, დაიწყება თმის ცვენა. სასურველია კაკლის უღლების სპირტიანი ნაყენის სმაც. ამისათვის იღებენ 1 ჩაის ჭიქა კაკლის უღელს (ლებნებს შორის ფირფიტა), ასხამენ 2 ჩაის ჭიქა არაყს და აჩერებენ თავდახურულ ჭურჭელში 2 კვირით. შემდეგ წურავენ და ღებულობენ დღეში 1 სუფრის კოვზს.
2. იღებენ 3 ს.კ. ლემას და ხარშავენ 1 ჩაის ჭიქა წყალში. წურავენ და ისვამენ გასაცვენი თმის ძირებში. ნახარში ინახება წლების განმავლობაში.
3. არასასურველი თმის მოჭრა ან პინცეტით მოცილება არ შეიძლება, რადგან უფრო გახშირდება და გაიზრდება. უმჯობესია გაუფერულდეს პერეკისით, რომელსაც უმატებენ 1 წვეთ ნიშადურის სპირტს. შედარებით გრძელი ღერები კი პინცეტით უნდა დაიძრას ფოსოდან (მაგრამ არ ამოვარდეს), დღეში რამდენჯერმე ამ ადგილას იზელენ რივანოლის ხსნარს. ბეწვები თანდათან გაქრება.
კომენტარები
05 დეკემბერი 2016 21:04
რამდენ ხანს უნდა გავიჩეროთ რივანოლი სახეზე?
27 სექტემბერი 2015 15:28
შეიძლება გამოიწვიოს ალერგია (გააჩნია ინდივიდს), ამიტომ პირველი მცდელობა ჯობია ისეთი ადგილიდან დავიწყოთ, სადაც კანი დაფარულია
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ზოგჯერ ისე ხდება, რომ არაერთი დიეტის დაცვის მიუხედავად ადამიანები წონის დაკლებას ვერ ახერხებენ. ამას
ადამიანები, რომლებიც სწრაფად ჭამენ, უფრო მეტს იწონიან მათთან შედარებით, ვინც უპირატესობას ნელა მირთმევას
მწვანე ჩაისა და სტაფილოში არსებულ ნაერთებს ალცჰაიმერის დაავადების განვითარების შეჩერების უნარი გააჩნია.
დაფნის ფოთოლს უძველესი დროიდან იყენებენ ხალხურ მედიცინაში, რადგან მას კულინარიულის გარდა, სამკურნალო დანიშნულებაც აქვს.
გინდათ, თქვენს სამზარეულოში ჭურჭელი ახალივით გამოიყურებოდეს?
არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ერთხელ მაინც არ განუცდია თავის ტკივილი. ეს უკანასკნელი აქვეითებს
გვესაუბრება ექიმ-რეანიმატოლოგი ნინო გრიშაშვილი. - ქალბატონო ნინო, რა არის მოწამვლა, რა ნიშნებით შეიძლება