ვარ 15 წლის ბიჭი და სასქესო ჯირკვალზე მაქვს აუტან... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

04-08-2012

-გამარჯობათ ვარ 15 წლის ბიჭი და სასქესო ჯირკვალზე მაქვს აუტანელი სუნი რაც დისკომფორტს მიქმნის მიუხედავატ იმის რომ მაქსიმალურად ვიცავ ჰიგიენას და რაარის ამის მიზეზი? რას მირჩევთ შეიძლება ეს გარდატეხხის ასაკით იყოს გამოწვეული?

პასუხი
-სქესობრივი მომწიფების დაახლოებით შუაში გაძლიერებული ჰორმონული ფონის გავლენით, ძლიერდებს საოფლე ჯირკვლების მუშაობა. აპოკრინული ჯირკვლების სეკრეტის გამომუშავება საზარდულის არესა და იღლიისქვეშა ფოსოებში პიკს აღწევს, წარმოიქმნება სქელი და უხვი მკვეთრსუნიანი სეკრეტი.
ატარეთ ნატურალური ქსოვილის ტანსაცმელი, მათ შორის საცვლები, რომელიც კარგად ატარებს ტენს და რაც შეიძლება ხშირად იცვალეთ.
• დაიცავით პირადი ჰიგიენა, ყოველდღიურად მიიღეთ შხაპი, რადგან ენდოკრინულ გარდაქმნასთან დაკავშირებით არ მოხდეს ოფლის აპოკრინული ჯირკვლების სადინართა დახშობა. ხშირად უნდა დაიბანოთ ( საპნით), შემდეგ კარგად გაიმშრალოთ პირსახოცით და ჩაიცვით თავისუფალი ბამბის საცვლები. კარგ შედეგს იძლევა მუხის ქერქის ნახარშის აბაზანა და ტალკი.
თუ არ გაქვთ ხშირ-ხშირად შხაპის მიღების საშუალება, მაშინ ერთ ჭიქა წყალში გახსენით 1 ჩაის კოვზი წყალბადის ზეჟანგი (3%). ბამბის ტამპონი დაასველეთ მასში და გაიწმინდეთ პრობლემური არე. გარდა ამისა, თუ ჭარბი წონა გაწუხებთ შეეცადეთ დაარეგულიროთ თქვენი კვება და დაიკლოთ წონაში.
• სხეულის დეზოდორანტებისა და ფხვნილების გამოყენება ნებადართულია მხოლოდ და მხოლოდ შხაპის შემდეგ, ახალდაბანილ კანზე.
• მშობლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ მოზარდის რაციონს, რომელიც დაბალანსებულად უნდა შეიცავდეს ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს და რაც მთავარია, მინერალურ ნივთიერებებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად