მოგესალმებით.ხერხემალზე კისრის მალებზე მაქვს ოსტეო... | მასაჟი - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - მასაჟი

კატეგორია - მასაჟი

01-08-2012

-მოგესალმებით.ხერხემალზე კისრის მალებზე მაქვს ოსტეოქონდროზი.შეიძლება თუ არა ხერხემლის დამუშავება მასაჟით, რაიმეს ხომ არ იწვევს?წინსაწარ გმადლობთ

პასუხი
-ოსტეოქონდროზის მკურნალობის ზოგადი პრინციპია მოძრაობის ადეკვატური რეჟიმის დაცვა და სამკურნალო ვარჯიშების შესრულება. ასევე აუცილებელია კვების რაციონალური პრინციპის დაცვა (რაციონში ცილების, ვიტამინების შემცველობა საკმარისი უნდა იყოს. ცხარე კერძები და სპირტიანი სასმელების მიღება არ არის მიზანშეწონილი). სამკურნალო კვება მიმართულია სიმსუქნის წინააღმდეგ (საკვების ენერგეტიკული ღირებულება უნდა შემცირდეს ცხიმების, ადვილად ასათვისებელი ნახშირწყლების შემცირების ხარჯზე; სასარგებლოა განტვირთვის დიეტები).
ხერხემლის კისრის ნაწილის ოსტეოქონდროზის დროს შესასრულებელი ვარჯიშები:
საწყისი მდგომარეობა - თავი გეჭიროთ სწორად და მზერა პირდაპირ გქონდეთ მიპყრობილი.
-შუბლი ძლიერად მიაჭირეთ ხელისგულს, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ.
-ხელისგული მთელი ძალით დაიჭირეთ კეფაზე, კეფით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ. გაითვალისწინეთ - არც თავი და არც ხელისგული ზეწოლის დროს არ უნდა მოძრაობდეს.
-მარჯვენა საფეთქელი ძლიერად დააჭირეთ მარჯვენა ხელისგულს.
-იგივე გააკეთეთ მარცხენა საფეთქლითა და მარცხენა ხელით. გაითვალისწინეთ–ზეწოლისას საფეთქელიც და ხელისგულიც უძრავი უნდა დარჩეს.
- ნიკაპი ხელისგულს დააჭირეთ და ძლიერად დააწექით, ხელისგულით კი წინააღმდეგობა გაუწიეთ. ყოველი მოძრაობა გაიმეორეთ 3-5-ჯერ 7-10 წამის განმავლობაში.
- სცადეთ, ნიკაპი კისერთან მიიტანოთ, ხოლო თხემი მაღლა ასწიოთ.
- ნიკაპი ასწიეთ და თავი ბოლომდე მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (გაიმეორეთ 5-ჯერ). - თავი დახარეთ და მიაბრუნეთ ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ (5-ჯერ).
- თავი ოდნავ უკან გადასწიეთ. შეეცადეთ, მარჯვენა ყურით შეეხოთ მარჯვენა მხარს. იგივე მოძრაობა გაიმეორეთ მარცხენა მხარეს (5-ჯერ).
ეცადეთ, ვარჯიშები შეასრულოთ დღეში 2-ჯერ, თავდაპირველად - 10-10 წუთის განმავლობაში, მერე და მერე კი ვარჯიშის დრო ყოველთვიურად თითო წუთით გაახანგრძლივოთ. კისრის ოსტეოქონდროზს მხოლოდ კისრის კუნთების რეგულარული ვარჯიშით თუ მოვირჩენთ!!!
ასევე გირჩვევთ:
-იარეთ და იჯექით სწორად, გასწორებული კისრითა და ხერხემლით. თუ დიდხანს მოგიწევთ ფეხზე დგომა, შეეცადეთ, შეანაცვლოთ ფეხები ერთმანეთს, ხან ერთ ფეხს დაეყრდნოს, ხან მეორეს, რომ მოხდეს ხერხემლის განტვირთვა. ოსტეოქონდროზს არ უხდება: ჩქარი ნაბიჯით, ასევე არასწორ გზაზე სიარული, ფეხზე დიდხანს დგომა.
-ღამე უნდა იწვეთ გასწორებული. ლეიბი უნდა იყოს საშუალო სიმაგრის ანუ არც მაგარი და არც რბილი. კისრის არეში უნდა გედოთ კვადრატული ფორმის პატარა, და არა დიდი ბალიში. თუ ლოგინი ძალიან სწორია, კარგი იქნება წელის არეშიც პატარა ბალიშის დადება. თუ ტკივილი გაქვთ ხერხემალში, მაშინ სასურველია, პატარა ბალიში მუხლების ქვეშაც დაიდოთ.
-აუცილებლად დაჯექით მისაყუდებლიან (ზურგიან) სკამზე;
-არ მოიმატოთ წონაში, თუ ბრტყელტერფიანი ბრძანდებით, ფეხსაცმელში აუცილებლად უნდა ჩაიფინოთ სუპინატორი.
-ერიდეთ გაციებას და ორპირ ქარს - ამან შესაძლოა კუნთების დაძაბვა გამოიწვიოს, რაც ხშირად იქცევა ხერხემლის კისრის ნაწილის მწვავე ტკივილის მიზეზად.
-თავის ტკივილისას მსუბუქი წრიული მოძრაობით დაიზილეთ საფეთქლები ორ-ორი წუთის განმავლობაში. შესაძლოა, ამან ტკივილი შეგიმსუბუქოთ.
-ხერხემლის კისრის მალების ოსტეოქონდროზის დროს თავის წრიული მოძრაობა უკუნაჩვენებია - ასეთი ვარჯიში მეტისმეტად ტვირთავს ხერხემლის კისრის ნაწილს და შესაძლოა, არა მარტო ტკივილის გაძლიერება, არამედ დაავადების მწვავე პერიოდის გახანგრძლივებაც გამოიწვიოს.
-კისრის ოსტეოქონდროზის დროს მუცელზე წოლა უკუნაჩვენებია. ასე წოლას რომ გადაეჩვიოთ, ღამით კისრის დამჭერი გაიკეთეთ.
-ხშირად იცურავეთ. თქვენთვის რეკომენდებულია ე.წ. ბრასის სტილით და ზურგზე ცურვა.
-ჩაიტარეთ სამკურნალო მასაჟის 10 სეანსი წელიწადში ორჯერ მაინც.
-თუ სისტემატურად გიწევთ კომპიუტერთან ჯდომა, ეცადეთ, ეკრანი თვალების დონეზე დაიდგათ. ეს ტელევიზორის ეკრანსაც ეხება.
-თავი დაიბანეთ შხაპის ქვეშ, რადგანაც ხანგრძლივად თავის დახრამ შესაძლოა კისრის კუნთების გადაძაბვა გამოიწვიოს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად