20 ივლისს მომივიდა მენსტრუაცია, 28 მქონდა დაუცველი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

31-07-2012

-20 ივლისს მომივიდა მენსტრუაცია, 28 მქონდა დაუცველი სქესობრივი ცხოვრება, რამდენად შესაძლებელია დაორსულება, წინასწარ გიხდით მადლობას.

პასუხი
-ჩასახვისთვის ხელსაყრელი დღეების გამოსათვლელად საჭიროა ვიცოდეთ მენსტრუალური ციკლის ხანგრძლიობა (რომელსაც თქვენ არ მიუთითებთ). ციკლის ხანგრძლიობა განისაზღვრება დღეების რაოდენობით ორ მომდევნო მენსტრუაციას შორის ანუ რიგითი მენსტრუაციული სისხლდენის პირველი დღიდან მომდევნო მენსტრუაციის პირველ დღემდე დღეების რიცხვით.
დაორსულების ალბათობა ყველაზე დიდია ოვულაციის პერიოდში. ეს მომენტი დაახლოებით ორ მენსტრუაციას შორის შუა პერიოდს ემთხვევა. თუმცა უნდა იცოდეთ, რომ ორსულობის განვითარება მოსალოდნელია არა მხოლოდ იმ დღეს, როცა ოვულაცია მოხდა, არამედ მაშინაც, თუ სქესობრივი ურთიერთობა გქონდათ ოვულაციამდე სამი დღით ადრე (რადგანაც სპერმატოზოიდები განაყოფიერების უნარს სამი დღის განმავლობაში ინარჩუნებენ), ან ოვულაციიდან მეორე-მესამე დღეს (რადგან საშვილოსნოში გადმოსული კვერცხუჯრედიც ასევე 2-3 დღეა განაყოფიერების უნარიანი).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად