მაინტერესებს თუ გადადის ც ჰეპატიტი ერთი და იგივე ... | ჰეპატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ჰეპატოლოგია

კატეგორია - ჰეპატოლოგია

28-07-2012

-გამარჯობათ, მაინტერესებს თუ გადადის ც ჰეპატიტი ერთი და იგივე წყლის ჭიქის გამოყენებით?

პასუხი
-გახსოვდეთ: B და C ჰეპატიტები არ ვრცელდება საყოფაცხოვრებო კონტაქტით, საუბრით, ცემინებისა და ხველებისას, ფიზიკური სიახლოვისას, ხელის ჩამორთმევისა თუ კოცნისას, ამიტომ დაავადებულები და ვირუსმატარებლები ოჯახის წევრებისა და საზოგადოებისგან იზოლირებას არ საჭიროებენ.
მოზრდილებში C ჰეპატიტით დასნებოვნების აუცილებელი პირობაა ვირუსით დაბინძურებული სისხლის კონტაქტი მეორე ადამიანის სისხლთან. ამ თვალსაზრისით საშიშად მიიჩნევენ შეუმოწმებელი ინფიცირებული სისხლის ან მისი პროდუქტების გადასხმას, თუმცა ინფიცირების მიზეზად შეიძლება იქცეს დაავადებული და ჯანმრთელი პირის კონტაქტი.
ასეთი რამ ხდება:
• არასათანადოდ გასტერილებული, არაერთჯერადი სამედიცინო ინსტრუმენტების გამოყენებისას;
• ნარკომანების მიერ საზიარო ნემსის გამოყენებისას;
• ტატუირებისას;
• აკუპუნქტურისას;
• მანიკიურისა და კოსმეტიკური მანიპულაციებისას;
• სტომატოლოგიური მანიპულაციებისას;
• დაბინძურებული ნემსის შემთხვევითი ჩხვლეტისას;
• საერთო სამართებლის, კბილის ჯაგრისის, სისხლით დაბინძურებული ბამბის გამოყენებისას;
• პირსინგის დროს;
• დაავადებულის პირის ღრუსთან შეხებისას (კოცნისას), ადამიანის მიერ ადამიანის კბენისას;
• სისხლმდენი ღრძილების მქონე ადამიანის კბილის ჯაგრისის გამოყენებისას;
• დაბინძურებული სააბაზანო აქსესუარების გამოყენებისას;
• სქესობრივი კონტაქტისას, რომელსაც თან სდევს სისხლდენა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად