ჩემი შვილი 2 წლის და 4 თვისა გოგონაა, 2 დღის წინ ... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მაისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

26-07-2012

-გამარჯობათ, ჩემი შვილი 2 წლის და 4 თვისა გოგონაა, 2 დღის წინ მოშარდვა გაუჭირდა, გამოეწვა და მთელი დღე შიშისგან არ გადიოდა შარდზე... სასწრაფოდ საავადმყოფოში წავიყვანეთ, სადაც შარდის ანალიზი აუღეს და ყველაფერი წესრიგშიაქვს... მაგრამ დღემდე ეშინია და არ შარდავს, ნევროპათოლოგთანაც ვიყავით და ნოოფენი დაუნიშნა.. იმდენ ექიმთან ვიყავი უკვე ყველაფერი ამერია.. ნაცხის ანალიზიც აუღეს საშოდან და არაფერი არ აღმოაჩნდა. თქვენ რას მირჩევთ ამდენი შეკავება საშიში არ არის? და როგორ მოვიქცე რომ არ შეეშინდეს?

პასუხი

-ბავშვი დღეში 2-ჯერ მაინც ჩაბანეთ თბილი წყლით და საბავშვო საპნით, შეგიძლიათ გამოიყენოთ გვირილის ან ორკბილას ნაყენიც , კარგად გაუმშრალეთ სასქესო ორგანოები (სისველე არ დარჩეს) და მოაყარეთ საბავშვო ტალკი, საცვალი უნდა იყოს ბამბის - ეს რაც შეეხება ჰიგიენას. შემდეგი რჩევაა - დატვირთეთ სითხით, მიეცით როგორც წყალი, ისე ახალი ხილის კომპოტი და ნატურალური წვენები (თქვენი გმოწურული). როცა შარდის ბუშტში შარდის საკმარისი რაოდენობა შეიქმნება, ბავშვი აუცილებლად მოშარდავს, ჰიგიენის დაცვა კი პროცესს უმტკივნეულოს გახდის და პრობლემაც უკან დარჩება.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად