ფეხები მაქვს გამრუდებული მუხლს ქვემოთ(დაგრეხილი),ა... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

25-07-2012

-ფეხები მაქვს გამრუდებული მუხლს ქვემოთ(დაგრეხილი),ადრე თქვენ საიტზე რაღაც ვარჯიშები ვნახე მარა ვეღარ ვიპოვე იქნებ დამიწეროღ რა ვარჯიშები გავაკეთო ფეხების გასასწორებლად. ან თუ უშველის ცოტას ეს ვარჯიშები?

პასუხი
-ზრდასრულ ასაკში კიდურების გასწორების შანსი პრაქტიკულად არ არის (რასაკვირველია ქირურგიული ჩარევა არ იგულისხმება), ხოლო ის ვარჯიშები, რომელიც თქვენ გვთხოვეთ ასეთია:
1. დადექით ფეხზე, ხელები ასწიეთ მაღლა, გაიჭიმეთ. მარჯვენა ხელი დაუშვით დაბლა, მარჯვნიდან მიიდეთ ფეხზე, ტანი გადახარეთ მარჯვნივ, თეძო კი ცოტა მარცხნივ ისე, რომ მარჯვენა ფეხი დაჭიმულ მდგომარეობაში იყოს, ეცადეთ გასწორდეს (ცოტა ძალა დააყენეთ). იგივე გაიმეორეთ მარცხენა მხარეს.
2. დაჯექით ხალიჩაზე (სწორ ზედაპირზე), ფეხები გაჭიმეთ წინ, შეტყუპებული. ხელები მოიკიდეთ მუხლებზე გვერდებიდან და ეცადეთ მუხლები ერთმანეთს შეატყუპოთ (ხელების მიჭერით). გაიმეორეთ რამდენჯერმე.
3. შემდეგ მარჯვენა ფეხი შემოიკეცეთ მარჯვნივ, ისე, რომ მუხლი ისევ ხალიჩაზე გედოთ, მარცხენა კი მარცხნივ და მუხლები დააშორეთ ერთმანეთს (გან-განზე გაშალეთ ისე, რომ მოხერხებულად იჯდეთ). ტანი გაასწორეთ, ხელის გულებით კი დაიყრდენით წვივებს იმ ადგილას, სადაც გინდათ, რომ გასწორდეს და დააწექით ტანის სიმძიმით ისე, რომ ტანი ოდნავ მაღლა აიწიოს. შეგიძლიათ სიმძიმის ცენტრი გადაიტანოთ ხან ერთ, ხან მეორე ფეხზე. გაიმეორეთ რამდენჯერმე.
ეს ვარჯიშები შეგიძლიათ დღეში რამდენჯერმე გაიმეოროთ ისე, რომ არ იტკინოთ და დისკომპორტი არ შეგექმნათ, ხოლო თუ ასე მოხდა, შეამცირეთ ვარჯიში ან შეისვენეთ რამდენიმე დღით.
დგომის დროს ყოველთვის ეცადეთ ფეხები გაასწოროთ და გადაჯვარედინებულად ნუ დადგამთ.
კომენტარები
12 ივლისი 2019 09:05
შველის?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად