რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ. რძალთან მაქვს ძალიან ცუდი ურთიერთობა. როგორც კი გამიცნო იმ დღიდან მოყოლებული ვერ მიტანს და შანსს არ უშვებს, რომ არ წამკბინოს და შეურაცყოფა არ მომაყენოს მიზეზის გარეშე. ჩემი ძმა ამას ხედავს, მაგარმ სულ აიგნორებს სიტუაციას.ჩემს გამო არ უნდა მასთან კონფლიქტში შესვლა საბოლოო ჯამში კი დაზარალებული მე გამოვდივარ, რადგან მიწევს მისი ცოლისგან უმიზეზოდ შემოტევების ატანა.მე კი ასე გაგრძელება აღარ მსურს თან არ მინდა ძმას ვაწყენინო, რადგან ვიცი რომ ისევ მე გამოვალ დამნაშავე, რადგან ძმა ცოლის ზეგავლენის ქვეშ იყოფება და საკუთარ დას აძულებს. რა გამოსავალი არსებობს ამ სიტუაციიდან. როგორ მოვიქცე რომ ძმა ცოლის ზეგავლენის ქვეშ აღარ მოექცეს, სათანადოდ შეაფასოს სიტუაცია და ზომებიც მიიღოს.
პასუხი
-თქვენ არ უნდა ჩაერიოთ თქვენი ძმის და მისი ცოლის ურთიერთობაში, თქვენი ძმა ზრდასრული პიროვნებაა და თავად გადაწყვეტს იყოს თუ არა ცოლის ზეგავლენის ქვეშ. თქვენ შეეცადეთ მშვიდობიანად მოაგვაროთ რძალთან ურთიერთბა. სცდეთ რძალთან დამეგობრება, ნუ ეტყვით საყვედურებს, არ დაუწყოთ ჭკუის დარიგება, მოექეცით ისე როგორც საკუთარ დას, თუ ქმარრთან კამათი ექნება, მისი (რძილის) მხარე დაიჭირეთ, სითბო და სიყვარული დაანახეთ მას. დროთა განმავლობაში თქვენ კეთილგანწყობას დაინახავს და დაგიმეგობრდებათ. გვენდეთ, მოთმინებით, ტკბილი და თბილი სიტყვებით ბევრს მოიგებთ.