ვარ 36 კვირის ორსული,ყველაფერი წესრიგში მაქვს.ბოლ... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

22-07-2012

-ვარ 36 კვირის ორსული,ყველაფერი წესრიგში მაქვს.ბოლო ეხო გადავიღე 34 კვირის რომ ვიყავი და კიდე თუა საჭირო ეხოს გადაღება.ისედაც 9ჯერ მაქვს გადაღებული.12 აგვისტო დამიწერა ეხომ მშობიარობის თარიღი და შეიძლება ადრე რომ მომიწიოს მშობიარობა? მადლობთ.

პასუხი
-ფიზიოლოგიურად მიმდინარე ორსულობისას ნებადართულია მინიმუმ სამჯერადი ულტრაბგერითი გამოკვლევა, მაგრამ ამა თუ იმ დარღვევით მიმდინარე ორსულობის დროს გამოკვლევების რაოდენობა ჩვენებისამებრ უნდა გაიზარდოს.
პირველი კვლევა - ორსულობის მე-10-დან მე-15 კვირამდე, მომდევნო კვლევა, ჩვეულებრივ, ორსულობის მე-18-22 კვირისთვის ინიშნება. შემდგომი გეგმური კვლევა რეკომენდებულია ორსულობის 32-34-ე კვირას.
ორსულობის ვადის გამოთვლა ხდება ბოლო მენსტრუაციის პირველი დღიდან. ამ დღიდან გადათვლით რამდენი კვირაა გასული. ორსულობა გრძელდება 40 კვირა, ანუ 280 დღე ანუ 10 სამეანო თვე ანუ 9 თვე.
იმისათვის, რომ სწრაფად გამოთვალოთ საკუთარი პაწიას დაბადების დღე, მოიშველიეთ ასეთი სქემა: უკანასკნელი მენსტრუაციის პირველ დღეს გამოაკელით 3 თვე დამიუმატეთ 7 დღე. სწორედ ესაა მშობიარობის სავარაუდო ვადა.
გაითვალისწინეთ, რომ ნორმალურად ითვლება მშობიარობა 38-42 კვირის ვადებზე. ამიტომ გახსოვდეთ, რომ ბავშვის გაჩენას თქვენ შეძლებთ არა მარტო ამ აღნიშნულ დღეს, არამედ ±2 კვირა. გისურვებთ წარმატებებს!
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები გამოყოფენ წითელ კომბოსტოს, ჭარხალსა და ისპანახს. წითელი კომბოსტო მეტად სასარგებლოა ტვინის
თუ შეკრულობა (ყაბზობა) გაწუხებთ, რეგულარულად უნდა მიირთვათ ბროკოლი, ვაშლი და ისპანახი.
შვრია აქვეითებს სისხლში ქოლესტერინის დონეს, ანთების მაჩვენებლებს, წონას და აუმჯობესებს საჭმლის მონელებას.
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად