დიაბეტის დროს რა შემთხვევაში არ ინიშნება ინსულინი? | ენდოკრინოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

მარტი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ენდოკრინოლოგია

კატეგორია - ენდოკრინოლოგია

22-07-2012

-დიაბეტის დროს რა შემთხვევაში არ ინიშნება ინსულინი?

პასუხი
-როცა ინსულინის გამომუშავების უნარი 40-60%-ით არის შემცირებული, ჰორმონი იმ რაოდენობით ვეღარ წარმოიქმნება, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის არის საჭირო. ამ დროს ადამიანი საკვებს ჩვეულებრივ მიირთმევს და გლუკოზაც ჩვეულებრივ გადადის სისხლში, მაგრამ იქ საჭიროზე ნაკლები ინსულინი ხვდება, ანუ ჰორმონი საკმარისი არ არის საიმისოდ, რომ გლუკოზა უჯრედში გადაიყვანოს. რაკი გლუკოზა უჯრედში ვერ გადადის, სისხლში დიდი რაოდენობით გროვდება, ანუ ვითარდება ჰიპერგლიკემია (სისხლში შაქრის დაგროვება), ხოლო უჯრედში გლუკოზის ანუ ენერგიის წყაროს დეფიციტი წარმოიშობა. ასეთ შემთხვევაში დიაბეტის მკურნალობა გულისხმობს ინსულინის შეყვანას გარედან, ინექციების სახით. ანუ როცა ხდება პანკრეასის ინსულინწარმომქმნელი უჯრედების დესტრუქცია და ინსულინის აბსოლუტური დეფიციტის განვითარება, რაც სისხლში გლუკოზის (როგორც ხალხში ამბობენ, შაქრის) შემცველობის მატებას იწვევს. ასეთ შემთხვევაში ინსულინი აუცილებელია.
ასეთი მდგომარეობა იქმნება:
1. შაქრიანი დიაბეტი ტიპი 1;
2. პანკრეატექტომია (კუჭქვეშა ჯირკვლის ამოკვეთა);
3. კეტოაციდოზური და ჰიპეროსმოლარული კომა;
შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის დროს კი:
• ინსულინის დეფიციტის აშკარა ნიშნები, ისეთები, როგორიც არის სხეულის წონის პროგრესირებადი დაქვეითება და კეტოზი, გამოხატული ჰიპერგლიკემია;
• დიდი ქირურგიური ჩარევები;
• მწვავე მაკროვასკულური გართულებები (ინსულტი, მიოკარდიუმის ინფარქტი, განგრენა და სხვ.), დეკომპენსაციით მიმდინარე ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევები და ინფექციური დაავადებები;
• მყარი კომპენსაციის არარსებობა სხვადასხვა ტაბლეტირებული ჰიპოგლიკემიური პრეპარატის მაქსიმალური დოზით დანიშვნის მიუხედავად;
• შაქრიანი დიაბეტის გვიანი გართულებების გვიანი სტადიები (მძიმე ნეიროპათია და რეტინოპათია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა);
• დიეტოთერაპიით გესტაციური შაქრიანი დიაბეტის კომპენსაციის მიღწევის შეუძლებლობა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
კორონავირუსის პანდემიამ აქტუალური გახადა ყველგან და ყველაფერში სისუფთავის დაცვის საკითხი.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად