ვარ 36 კვირის ორსული.ნაყოფის წონა არის 2580 ,ა... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

21-07-2012

-გამარჯობათ,ვარ 36 კვირის ორსული.ნაყოფის წონა არის 2580 ,ამ ვადაზე ნორმალური წონაა თუ არა და მაინტერესებს პლაცენტის ხარისხი მიწერია 2 და რას ნიშნავს ? წინა ეხოზე 0 მიწერია, ანუ არის თუ არა მშობიარობის მოახლოებასთან დაკავშირებული? და კიდევ მაქვს სოკო და მქონდა საშინელი ქავილი ამასთან დაკავშირებით მივმართე გინეკოლოგს და დამინიშნა მაილენის სანთლები და დეკლოსიდის მაზი, შედეგი ძალიან კარგი მაქვს მაგრამ, მაზის შემადგენლობაში წერია კროტრიმაზოლი, და ვიცი რომ ამას თქვენ არ აძლევთ რეკომენდაციას,ანუ რა საფრთხეზეა აქ საუბარი თუ შეიძლება რომ ამიხსნათ?

პასუხი
-ორსულობის მეცხრე თვის ბოლოს (36 კვირა) ნაყოფის სიგრძე 45-48 სმ-ს აღწევს, წონა - 2400-3000 გ-ს.
პლაცენტის სიმწიფის ხარისხი მაჩვენებელია რამდენად არის მომწიფებული ნაყოფი "გარეთ გამოსასვლელად".
არსებობს პლაცენტის სიმწიფის შემდეგი ხარისხები:
0 ხარისხის სიმწიფე შეესაბამება ორსულობის 26-29 კვირას
I ხარისხის სიმწიფე ____ 30-33 კვირას
II ხარისხის სიმწიფე ____ 34-37 კვირას
36 კვირიდან სიმწიფის ხარისხი შესაძლოა იყოს 3, თუმცა ის შესაძლოა 2 მაჩვენებელზეც შენარჩუნდეს.
III ხარისხის სიმწიფე ___ 38-40 კვირას.
დეკლოსიდის გამოყენება ორსულობის დროს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი სარგებელი დედისათვის აღემატება პოტენციურ რისკს ნაყოფისათვის. რაც შეეხება მაილენის ვაგინალურ კაფსულებს, ორსულობის პირველი სამი თვის განმავლობაში პრეპარატის გამოყენება მიზანშეწონილი არ არის, შემდეგ კი ექიმი აფასებს პრეპარატის გამოყენების სარგებელსა და რისკებს.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად