მოგესალმებით, მაინტერესებს, კაცის სასქესო ორგანოდა... | უროლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - უროლოგია

კატეგორია - უროლოგია

19-07-2012

-მოგესალმებით, მაინტერესებს, კაცის სასქესო ორგანოდან სისხლდენა რას უნდა ნიშნავდეს, რისი სიმპტომია და რის გამო შეიძლება იყოს გამოწვეული?სისტემატიური ხასიათის არაა,პერიოდულად.არც დიდი ხანია.შესაძლოა თუ არა, ეს გამოეწვია სისხლძარღვის ან კაპილარის გაწყვეტას და საშიშია თუ არა? დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი
-პენისიდან სისხლის გაჩენა არ არის ფიზიოლოგიური არც ერთ შემთხვევაში!!! ნებისმიერ შემთხვევაში, ასეთი მდგომარეობის დროს საჭიროა ექიმის კონსულტაცია, რადგან ნებისმიერი დაავადება, რომელიც სისხლის გამოჩენას იწვევს, ყველა შემთხვევაში სერიოზულია. შესაბამისად, დაუშვებელია დაავადების “გამოცნობა” და თვითმკურნალობაზე ხომ ზედმეტია ლაპარაკი.
სისხლი პენისიდან ძალიან ბევრი დაავადების სიმპტომია და ყველა დაავადება, როგორც უკვე გითხარით თავისებურად სერიოზულია.
პენისიდან სისხლის გამოყოფა ხდება შემდეგი მდგომარეობების დროს: ტრავმები, ანთებითი პროცესები, სიმსივნეები – როცა პათოლოგიურ პროცესში ერთვება სისხლძარღვები, ან/და ზიანდება თირკმლების გორგლოვანი აპარატი.
ნუ გადადებთ უროლოგთან ვიზიტს!
კომენტარები
28 ოქტომბერი 2019 18:10
2დღის წინ ანალური სექსის დროს ლაგამი ჩამეხა და დამეწყო სისხლდენა ხან მიჩერდება ხან მომდის და საგანგაშოა?
22 ოქტომბერი 2019 12:24
გამარჯობა, სექსუალური აქტის დროს ჩემს მეუღლეს სისხლნარევი სპერმა გამოეყო.დღეს დილით კი მთლიანი ასო სისხლიანი ჰქონდა.რა სააფრთხეების შემცველია ეს ვითარება? შესაძლებელია ტრავმის ბრალი იყოს,ან კაპილარის გაწყდომის? მადლობა წინასწარ პასუხისთვის.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად