ვიყავი ჩემ ნორმაზე 8 კილოთი მეტი, დავიწყე დაკლება... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივნისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

16-07-2012

-გამარჯობათ, ვიყავი ჩემ ნორმაზე 8 კილოთი მეტი, დავიწყე დაკლება, ვიცავ დიეტებს, არ ვჭამ 6-ის მერე და გამიჩნდა სტრიები, რაც უფრო ვიკლებ სტრიები უფრო მიჩნდება, ბიკინის ზოლიდან მუხლამდე მაქვს 3 ხაზი, შორტებს ვერ ვიცვამ, არადა დაკლება აუცილებლად მინდა, თან ზაფხულია და მითუმეტეს... იქნებ რაიმე კრემი ან თუნდაც ხალხური საშუალება მირჩიოთ ოდნავ მაინც რომ ვნახო შედეგი, ვიცი რომ რთული მოსაშორებელია სტრიები, იქნებ რაიმე რჩევა მომცეთ...

პასუხი
-სტრიების წარმოქმნის პროვოცირება შესაძლებელია წონის მკვეთრი ცვლილებების დროს. თადაპირველად სტრიები წითელია, მაგრამ თანდათანობით თეთრი ფერის ხდება. თუ წითელი დარჩა, მაშინ უნდა მიმართოთ ენდოკრინოლოგს თირკმელზედა ჯირკვლის გამოსაკვლევად.
არსებობს წონის ცვალებადობასთან (ან ორსულობასთან ) დაკავშირებული თეთრი სტრიების საწინააღმდეგო კრემები, მაგალითად ციკატრიქსი, პრეგნაქეა, კონტრატუბექსი, კრემი სტრიებისთვის და სხვა. ისინი რამდენადმე აღადგენენ დაზიანებულ კანს. ეს საშუალებები ახლად წარმოქმნილი სტრიების შემთხვევაში უფრო ეფექტურია. თუმცა მათგან ასი პროცენტით გათავისუფლება კოსმეტოლოგიას არ შეუძლია.
გარდა ამისა, სტრიების საწინააღმდეგო ღონისძიებების რიცხვს მიეკუთვნება - მეზოთერაპია, მეზოპილინგი, პილინგი და სხვა. უნდა მიმართოთ ესთეტიკური მედიცინის ცენტრს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თაფლი სრულფასოვანი სუპერპროდუქტია. ის გულის დაავადებებისა და კიბოს საპროფილაქტიკო საშუალებაა.
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
თუ თქვენ დღის მანძილზე არ გაქვთ დრო ვარჯიშისთვის, მაშინ ძილის წინ ვარჯიშები დაგეხმარებათ
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად