რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-მშრალ კანთან შედარებით რა დადებითი მხარეები აქვს ცხიმიან კანს?
პასუხი
-ცხიმიანი კანი დიდ პრობლემას უქმნის ადამიანს, რადგან სწორედ ასეთ კანზე ჩნდება გამონაყარი (ფერიმჭამელები). სხვა ადგილებთან შედარებით სახეზე ცხიმოვანი ჯირკვლები ინტენსიურად მუშაობენ და გამოიმუშავებენ ბევრ ცხიმს. ამაში "დამნაშავეა" ჰორმონალური სისტემა, კერძოდ კი მამაკაცის ჰორმონი ტესტოსტერონია, სწორედ ის ააქტიურებს ცხიმოვანი ჯირკვლების მუშაობას. ცხიმიანი კანის ფორები "იჭედება" საცობებით და ცხიმი ვერ გამოდის გარეთ, შედეგად ჩნდება ფერიმჭამელები. ცხიმიანი კანი ყოველთვის უფრო ანთებადია, მაგრამ აქვს დადებითი მხარეც - ცხიმიანი კანი უფრო დიდხანს რჩება ახალგაზრდა. კანის ცხიმი ფარავს კანს ბუნებრივი დამცველი აპკით, რომელიც იცავს მას გარე ფაქტორების მავნე ზემოქმედებისაგან. ცხიმიანი კანის მქონე ქალებს ნაოჭები სხვებზე უფრო გვიან უჩნდებათ.