იდაყვის ზემოთ მკლავზე მაქვს რაგაცნაერი უხეში გამონ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

14-07-2012

-იდაყვის ზემოთ მკლავზე მაქვს რაგაცნაერი უხეში გამონაყარი კანი მოწითლებულია და გამონაყარი თითქოს და ფერჭამელებს წააგავს წვალების შემთხვევაში ძრება ეს გამონაყარი თითქოს ნატკივარი იყო. ხელს რო ვუსვამ მკლავზე ტანის სახეხი ბადეს გავს . ეს სულ მაქ ბავშვობიდან და როგორ მოვიშორო

პასუხი
-თუ მკლავებზე ხორკლიან კანს გულისხმობთ, მისი გაჩენის მიზეზი კანის სიმშრალეა. კანის სიმშრალე მრავალმა ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია არასასურველი კლიმატური პირობები (ძალიან მშრალი ჰაერი. მკვეთრი მზე, ქარი, ყინვა. კონდიცირება) და კანის არასწორი მოვლა.
გარდა ამისა კანის სიმშრალე შეიძლება გამოიწვიოს ზოგმა დაავადებამ (ატოპიურმა დერმატიტმა, ფსორიაზმა, დიაბეტმა და სხვა) ან იგი ზოგი წამლის გერდითი ეფექტი შეიძლება იყოს. ზოგს კანის სიმშრალე ჰორმონული ცვლილებების ფონზე უვითარდება.
მშრალი კანის შემთხვევაში მდგომარეობის გაუარესებას იწვევს: ძალიან ცხელი წყლით ბანაობა, ჩვეულებრივი საპნის გამოყენება, ძალიან ძლიერი კოსმეტიკური საშუალება, გარუჯვა. უნდა გითხრათ, რომ ტანის კანი, სახის კანის მსგავსად მოვლას საჭიროებს, მითუმეტეს თუ მშრალი და ხორკლიანი კანი გაქვთ.
გირჩევთ ჩვეულებრივი საპონი შეცვალოთ თხევადი საშუალებით (მაგალითად ბანაობის დროს გამოიყენეთ შხაპის გელი მშრალი კანისთვის). იგი უკეთ უნარჩუნებს კანს სინოტივეს, ასევე მუდმივად გამოიყენეთ ტანის მკვებავი ბალზამი,. ბანაობის შემდეგ ტანის გამშრალებისთანავე წაისვით ტანის დამატენიანებელი კრემი.
პერიოდულად მიიღეთ სამკურნალო (სალბის, გვირილის, ორკბილას) აბაზანები. ერიდეთ მზეს, მიიღეთ ვიტამინები ან პოლივიტამინური კომპლექსი.
ამ პრობლემის მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ დამარბილებელი კრემებით სალიცილ-ბენზოიციანი მალამო მისი ხმარების შემდეგ შეგიძლიათ გადახვიდეთ ტოპიკრემზე.
პარალელურად შეგიძლიათ მიიღოთ ვიტამინები: აევიტი, რეიტოილი, თევზის ქონი კაფსულებში, ასევე მიირთვით დიდი რაოდენობით ჭერამი, გარგარი, გოგრა რომლებიც მდიდარია А და Е ვიტამინებით. საუკეთესოა დერმატოლოგთან ვიზიტი, რომ დადგინდეს კანის ასეთი მდგომარეობის მიზეზი.
კომენტარები
10 აპრილი 2014 19:51
მკლავებზე გავიკეთე ეპილაცია , ეპილატორით... გარკვეული დროის შემდეგ გამომაყარა, რა მაზს მირჩევთ ? :( მადლობა
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად