სექსის დროს ვიბერები და საშოდან გამომდის გაზები,რა... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

11-07-2012

-სექსის დროს ვიბერები და საშოდან გამომდის გაზები,რაც აქტის დროს დიდ დისკომფორტს მიქმნის(ხმებს გამოსცემს) რისგანაა გამოწვეული და როგორ ვიმკურნალო?შეგიძლიათ ვარჯიშების ვარიანტები მომწეროთ?მადლობა

პასუხი
-ქალებში შორისის კუნთების სისუსტე (არანავარჯიშები კუნთები) გამოიხატება სუსტი შეგრძნებებით სქესობრივი ურთიერთობის დროს, ინტიმური ურთიერთობის პროცესში საშოში ჰაერის მოხვედრით და შემდეგ მისი გამოსვლით დამახასიათებელი არასასიამოვნო ხმებით. ამ პრობლემისთვის მოწოდებულია ვარჯიშების სქემა.
ეს არის კეგელის ვარჯიშები განკუთვნილია შორისის კუნთების გასავარჯიშებლად. იგი კარგ შედეგს იძლევა ქალებსა და მამაკაცებში შარდ-სასქესო ორგანოების დისფუნქციის დროს (შარდის შეუკავებლობა, პროსტატიტი და სხვა), არეგულირებს სექსუალურ ფუნქციას (ერექცია, ეაკულაცია, ორგაზმი) და ეფექტურია სწორი ნაწლავის დაავადებების დროს (ჰემაროე, განავლის შეუკავებლობა და სხვა). იმისათვის რომ იცოდეთ თუ რომელ კუნთებზეა საუბარი, სცადეთ შემდეგი (ანუ ეს მხოლოდ ერთხელ გააკეთეთ!). როდესაც ტუალეტში შეხვალთ მოშარდვის პროცესში წამით შარდი შეიკავეთ და დააფიქსირეთ თუ რომელი კუნთები დაგეჭიმათ. ეს სწორედ ის კუნთებია რომლებსაც მშობიარობის შემდეგ გავარჯიშება სჭირდებათ.
კეგლის ვარჯიშები სამი ნაწილისგან შედგება:
-ნელი დაჭიმვა: დაჭიმეთ კუნთები, ისე როგორც აკეთებთ შარდის შეკავების დროს. ნელა დაითვალეთ სამამდე. მოდუნდით. ოდნავ რთული იქნება თუ კუნთებს მოჭიმულ მდგომარეობაში გააჩერებთ 5-20 წამი და შემდეგ თანდათანობით მოადუნებთ.
"ლიფტი"- ოდნავ დაძაბეთ კუნთები (I სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ, შემდეგ ოდნავ ძლიერად შეკუმშეთ (2 სართული), გაჩერდით ამ მდგომარეობაში 3-5 წმ და ა.შ. 4-7 სართულამდე. ქვემოთ დაეშვით ასევე ეტაპობრივად. -შეკუმშვა: შეკუმშეთ და მოადუნეთ კუნთები რაც შეიძლება სწრაფად.
-გამოტყორცნა: გაიჭინთეთ ზომიერად (როგორც დეფეკაციის ან მშობიარობის დროს); ეს ვარჯიში შორისის კუნთების გარდა ძაბავს მუცლის კუნთებსაც. თავდაპირველად 10 ნელი დაჭიმვა, 10 შეკუმშვა და 10 გამოტყორცნა დღეში 5-ჯერ. ერთი კვირის შემდეგ 5-5 ვარჯიში დაამატეთ და მომდევნო ყოველ კვირას დაამატეთ დღეში 5-5 ვარჯიში სანამ არ ახვალთ 30-მდე.
ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია ამ ვარჯიშებზე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად