ვარ 21 კვირის ორსული, მაწუხებს თმის ცვენა, ძალია... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

11-07-2012

-გამარჯობათ, ვარ 21 კვირის ორსული, მაწუხებს თმის ცვენა, ძალიან ინტენსიურად მცვივა თმები, და ვგრძნობ რომ კბილებზეც მექმნება პრობლემა, ექიმს ვთხოვე კალცის დანიშვნა და მივიღე უარი, მითხრა ბევრი ხილი ჭამეო, მაგრამ არ მშველის, ჩემით რო დავლიო რომელიმე კალცი(ორსულებისთვის რა თქმაუნდა) რამე ზიანს ხომ არ მიაყენებს ნაყოფს? ჯერ რაიმე ვიტამინი და წამალი არ მაქვს მიღებული, (მაქვს მხოლოდ გადასხმა გაკეთებული -გლუკოზა, ც ვიტამინი და კოკარბოქსილაზა 5 დღე)

პასუხი
-ორსულობის პერიოდში სამკურნალო პრეპარატები, თუნდაც ერთი შეხედვით უწყინარი პოლივიტამინები, და საკვები მხოლოდ გინეკოლოგთან შეთანხმების შემდეგ მიიღოთ. რადგან, მაგალითად - როცა დედა ორსულობისას დიდი ოდენობით იღებს პოლივიტამინების კომპლექსს, კალციუმის პრეპარატებსა და ხაჭოს.
აქვე გეტყვით, რომ კალციუმის სიჭარბე ნაყოფის ძვლებს ამაგრებს და სამშობიარო გზებში გავლისას პრობლემებს უქმნის. მაგალითად, ამ მიზეზით არის განპირობებული ჰემატომები - სისხლჩაქცევები თავის ტვინში, თვალში, ძვალსაზრდელში (კეფალოჰემატომა).
მისდიეთ ექიმის რჩევებს. ორსულობისას შესაძლებელია თმის ცვენა მართლაც გაძლიერდეს, თუმცა უნდა გამოირიცხოს სხვა მიზეზებიც (ანემია, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება). ამ მხრივ როგორც წესი, ყურადღებას იჩენს გინეკოლოგი, რომელთანაც იმყოფებით აღრიცხვაზე.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად