იღლიის ჭარბი ოფლიანობის გამო რამდენიმე წელია მუდმი... | სხეულის ჰიგიენა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სხეულის ჰიგიენა

კატეგორია - სხეულის ჰიგიენა

10-07-2012

-იღლიის ჭარბი ოფლიანობის გამო რამდენიმე წელია მუდმივად ვხმარობ ფორმიდრონის ხსნარს.როგორც ეხლა მითხრეს ეს იგივე ფორმალდეჰიდია,რაც მიჩნეულია კანცენოგენად და კიბოს იწვევსო. რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს?და თუ არა,ზოგადად ასე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მისი გამოყენება რაიმე გართულებას ხომ არ გამოიწვეს? ფორიდრონის გარდა სხვა რაიმე ეფექტური საშუალება თუ არსებობს ოფლიანობის წინააღმდეგ?

პასუხი
-ფორმიდრონი მოწოდებულია როგორც ოფლის ცუდი სუნის საწინააღმდეგო საშუალება, გარეგანი ხმარებისას მის გვერდით ეფექტთა შორის კანცეროგენული მოქმედება არ არის მითითებული. ფორმიდრონი ანტისეპტიკური საშუალება, რომელიც გამოიყენება კანზე წასასმელად მომატებული ოფლიანობის დროს . უნდა გამოიყენოთ დღეში ერთხელ - ხსნარში დასველებული ბამბა უნდა გაწუროთ კარგად და ამ ბამბით დაიმუშავოთ ოფლის ინტენსიური გამოყოფის არეები. წასმა უნდა მოხდეს კარგად გამშრალებულ კანზე; ეს საკმარისია იმისთვის, რომ ოფლის სუნი 24 საათის განმავლობაში აღარ გქონდეთ. ის უსაფრთხოა (თუ არ გაქვთ ინდივიდუალური აუტანლობა); რაც შეეხება სხვა საშუალებებს, ალბათ დაგეხმარებათ შემდეგი რჩევებიც:
• დაიცავით დიეტა - რაციონიდან უნდა იქნას ამოღებული კოფეინისა და თეობრომინის შემცველი საკვები (ჩაი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, კოლა და სხვ.). ეს ნივთიერებები ასტიმულირებენ ოფლდენას;
• დაიცავით ჰიგიენის წესები - მიიღეთ შხაპი დღეში ორჯერ;
• ტანსაცმელი უნდა იყოს მოხერხებული, თავისუფალი, ნატურალური ან ხელოვნური (ვისკოზა) ბოჭკოებისაგან, ფეხსაცმელი - ტყავისაგან დამზადებული და შესაფერისი ზომის. არ შეიძინოთ სინთეტური ქსოვილისაგან დამზადებული ტანსაცმელი!
• ჩვეულებრივი დეზოდორების/ანტიპერსპერანტების ნაცვლად სასურველია ალუმოქლორიდების ყოველდღიური გამოყენება (დრისოლი, ოდობანი, მაქსიმი). სამწუხაროდ, ზოგჯერ კანის გაღიზიანების გამო საჭირო ხდება მკურნალობის შეწყვეტა;
• რაც შეეხება სამკურნალო პრეპარატებს, მათი დანიშვნა უნდა მოხდეს ექიმის რეკომენდაციით. ოფლის გამოყოფას ამცირებს ატროპინი, პროპრანოლოლი, კლონოპინი, პროზაკი და სხვ. თუმცა, ამ პრეპარატების ეფექტური დოზების გამოყენებას ხშირად ახლავს პირის სიმშრალე, ძილიანობა, მხედველობის დარღვევა, გლაუკომის განვითარება, ყაბზობა, პირღებინება, ტაქიკარდია და სხვ.;
• სხვა მეთოდებიდან უნდა აღინიშნოს:
А ბოტულოტოქსინის ინექციები (იძლევა კარგ და სტაბილურ შედეგს იღლიის ფოსოს ჰიპერჰიდროზის დროს); სიმპათექტომიის სხვადასხვა სახეები (ოპერაცია მდგომარეობს საოფლე ჯირკვლების მაინერვებელი ნერვების გადაკვეთაში), რომელიც განსაკუთრებით ეფექტურია იღლიის ფოსოს და ხელისგულების ოფლიანობის დროს;
იღლიის ფოსოს კიურეტაჟის სხვადასხვა სახეები (კანის გამოფხეკა შიგნიდან პატარა ზომის განაკვეთიდან მიდგომით, რომელიც ნაჩვენებია იღლიის ფოსოს იზოლირებული ჰიპერჰიდროზის დროს); ჰიპერჰიდროზის ზონაში კანის ნაწილის მოშორება (გამოიყენება იღლიის ფოსოს ოფლიანობის დროს). მკურნალობის მეთოდის შერჩევა უნდა მოხდეს ექიმის მიერ, ჩვენებებისა და გვერდითი მოვლენების გათვალისწინებით, რომელთა შესახებაც პაციენტი აუცილებლად წინასწარ უნდა იყოს ინფორმირებული.
კომენტარები
01 აგვისტო 2015 11:33
mxolod saxeze maqvs warbi oflianoba, gansakutretit zafxulshi, imdenad warbi rom quchashi gasvlis survili mekargeba. dges shrvityve odabanis spreis shesaxeb da mainteresebs ramdenad efeqturia da shemidzlia tu ara misi gamoyeneba? an iqnrb mirchiot rame.. madloba winaswar
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად