თქვენ რომ არ იყოთ არვიცი ჩემს აურაცხელ კითხვებს ვი... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

10-07-2012

-თქვენ რომ არ იყოთ არვიცი ჩემს აურაცხელ კითხვებს ვინ გაუძლებდა და უპასუხებდა.იცოცხლეთ და იხარეთ. ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ. ეს კითხვა დავსვი 10დღეც გავიდა და ალბათ გამოგრჩათ. მაქვს 22დღის გადაცილება.10დღის წინ გავიკეთე 2ტესტი ერთი უარყოფოთი იყო მეორეს კი მეორე ხაზი ოდნავ ეტყობოდა,ეხლა ისევ გავიმეორე ტესტი და მეორე ხაზი ეტყობა ოგონდ კკრთალად თუმცა შესამჩნევად. რამდენადაა დასაშვები რომ ორსულობა იყოს? ცისტიტმა ან რამე სხვა დაავადებამ იცის ტესტის მეორე ხაზის გაწითლება? ასევე ვიზომავ ჩვეულებრივ სიცხეებს და ხან 37 და მეტი მაქვს,ხანაც ნაკლები.. არ მაქვს ჩამონაშალი.. დიდი მადლობა წინასწარ.. გაიხარეთ ამ საიტის შექმნისთვის

პასუხი
-ორსულობის ტესტი რეაგირებს მეორე ხაზის გაწითლებით შარდში მხოლოდ ორსულობის დროს გამოყოფილი ჰორმონის (ქორიონული გონადოტროპინის) აღმოჩენისას. განაყოფიერებიდან 10-12 დღის შემდეგ იწყება ქორიონული გონადოტროპინის მატება. მისი რაოდენობა ორმაგდება ყოველ 2-3 დღეში და პიკს აღწევს ორსულობის 80-ე დღეს, შემდეგ რჩება ერთ დონეზე. რაც უფრო პატარაა ორსულობის ვადა, შესაბამისად მცირეა შარდში ქორიონული გონადოტროპინის რაოდენობა და შესაბამისად მკრთალია ტესტზე მეორე ხაზი.
ორსულობის ალბათობა შესაძლებელია გადამოწმდეს ვენურ სისხლში ორსულობის ჰორმონის - ქორიონული გონადოტროპინის - აღმოჩენით, ეს ყველაზე სანდო და უტყუარი მარკერია!
აბდომინური (მუცლის ზედაპირიდან) ექოსკოპია საკმაოდ მცირე ვადაზე, მე-4-5 კვირას, გვაძლევს ორსულობის ზუსტად დადგენის საშუალებას, ხოლო ტრანსვაგინალური (საშოსმხრივი) ექოსკოპია - კიდევ უფრო მცირე ვადაზე, მე-3 კვირას.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად