მყავს 2 წლის ბავშვი მინდა გადავაჩვიო ძუძუს,გასაშრო... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

დეკემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

09-07-2012

-მყავს 2 წლის ბავშვი მინდა გადავაჩვიო ძუძუს,გასაშრობი წამალი რომ დავლიო ,რამე პრობლემა ხომ არ შემექმნება? რძე ძალიან ცოტა მაქვს. ხომ არ გამიმაგრდება.ანუ როგორ მოვიქცე რა ვქნა მირჩიეთ,მალე გთხოოვთ

პასუხი
-სამწუხაროდ, ამის მზა რეცეპტი არ არსებობს. არ უნდა მისცეთ ძუძუ, რამდენიმე დღე იჭირვეულებს, მაგრამ როგორმე უნდა მოახერხოთ გართობა და მისი ყურადღების სხვა რამეზე გადატანა.
რაც შეეხება რძის გაშრობას, სარძევე ჯირკვლის აქტიურობის პერიოდი მას შემდეგ შეწყდება, რაც ბავშვი აღარ მოწოვს ძუძუს. წოვის პროცესი ავტომატურად რთავს იმ მექანიზმს, რომელიც ჯირკვალში რძის გამოყოფას იწვევს. წოვის შეწყვეტიდან 1-2 დღის განმავლობაში იგრძნობთ სიმძიმეს და რძის მოწოლას მკერდში, შეგიძლიათ რძე გამოიწველოთ(მცირე რაოდენობით მხოლოდ). მაგრამ გამოწველის პროცესი განსხვავდება წოვის პროცესისგან - მას არ აქვს ჯირკვლის მასტიმულირებელი ისეთი ეფექტი, როგორიც წოვას.ამიტომ რძე თანდათნ შემცირდება და გაქრება, თუმცა მცირე რაოდენობით გამონადენი ჯირკვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში შეიძლება გქონდეთ. თუ ამ მეთოდის გამოყენების შემდეგ რძის რაოდენობა არ შემცირდა,ამ შემთხვევაში ინიშნება ჰორმონალური პრეპარატები, რომლებიც უზრუნველყოფენ რძის გაშრობას, მაგრამ მათი თვითნებური მიღება არ შეიძლება, უნდა მიმართოთ გინეკოლოგს ან მამოლოგს, რათა შეფასდეს თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა და დადგინდეს, რომ ამ პრეპარატის მიღება არ არის თქვენთვის სარისკო.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
18 მაისი 2017 14:53
უკაცრავად, რატო არ გინდათ რო აწოვოთ ძუძუ? ბოდიში, რომ გეკითხებით და ვერევი. პირველად ხსენი მოდის ძუძუდან და პირველ იმუნიზაციას ეძახიან, იმდენად მნიშვნელოვანია ბავშვისთვის. ეგ მაინც აჭამეთ, ამაზე კარგს ვერაფერს გაუკეთებთ მას.
18 მაისი 2017 14:51
მადლობა სრულყოფილი პასუხისთვის.
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად