-საკვერცხეების პოლიკისტოზი ეწოდება ამ ორგანოებში მრავლობითი წვრილი კისტების არსებობას. დაავადება სქესობრივი მომწიფებისა და რეპროდუქციულ ასაკში გვხვდება. საკვერცხის პოლიკისტოზი იზოლირებული დაავადება კი არ არის, არამედ რიგი ჰორმონალური დარღვევის შედეგად განვითარებული სინდრომია. ამის მიზეზი შეიძლება იყოს:იპერპროლაქტინემია; ინსულინორეზისტენტობა, თირკმელზედა ჯირკვლის თანდაყოლილი ჰიპერფუნქცია. საკვერცხეების პოლიკისტოზის სინდრომის განვითარებას ხელს უწყობს:
-ორსულობის დროს განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიური მდგომარეობა (ორსულობის შეწყვეტის საშიშროება, ტოქსიკოზი, ექსტრაგენიტალიური დაავადებები), -
ორსულობის პერიოდში გამოყენებული პრეპარატები (განსაკუთრებით ჰორმონალური), -ბავშვობის და სქესობრივი მომწიფების პერიოდში განვითარებული დაავადებები და პათოლოგიური მდგომარეობები (ქრონიკული ინფექციები, ინტოქსიკაციები, გადაჭარბებული გონებრივი და ფიზიკური დატვირთვა, უკმარისი კვება და სხვა),
-მემკვიდრული ფაქტორები,
-მშობელთა ხანდაზმული ასაკი.
-დაავადება შეიძლება განვითარდეს სტრესული სიტუაციების მოქმედებითაც (ფსიქიკური ტრავმები, სქესობრივი ცხოვრების დაწყება, აბორტი და სხვა). გამოყოფენ საკვერცხეების პოლიკისტოზის სამ ძირითად კლინიკურ და პათოგენეზურ ფორმას: პირველადი-საკვერცხისმიერი და ორი მეორადი (შერწყმული)-თირკმელზედა ჯირკვლისმიერი და ჰიპოთალამურ-ჰიპოფიზური.
საკვერცხის პოლიკისტოზის კლინიკური სურათი ხასიათდება:
-მენსტრუალური ციკლის დარღვევა ოლიგომენორეის ტიპით (იშვიათი მენსტრუაცია);
-ქრონიკული ანოვულაციით გამოწვეული უშვილობა;
-ჭარბთმიანობა (ჰირსუტიზმი),
-სიმსუქნე (გაცხიმოვნება).
ეს სიმპტომები შეიძლება შეგვხვდეს სხვადასხვა თანხვედრით. მკურნალობის მიმართულება დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სურს პაციენტს. თუ მან ექიმს მიმართა უშვილობის მიზეზით, მკურნალობის მიზანი უნდა იყოს ფერტილობის აღდგენა და აქტიური მოქმედება ორსულობის მისაღწევად. თუ პაციენტი არ არის დაოჯახებული და შესაბამისად არ სურს ორსულობა ამ შემთხვევაში მკურნალმა ექიმმა ინდივიდუალურად, პაციენტის ინტერესიდან გამომდინარე უნდა შეარჩიოს მკურნალობის მეთოდი. საკვერცხეების პოლიკისტოზი არ ინკურნება. მას მთელი ცხოვრების მანძილზე სჭირდება მეთვალყურეობა და პერიოდულად მკურნალობა გინეკოლოგის ან გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით, იმისდამიხედვით, რა სურს ქალს და რამდენი წლისაა.
თუ პაციენტს ანდროგენები არ აქვს მომატებული, ჰორმონული ბალანსის აღსადგენად პროგესტერონის ჯგუფის პრეპარატები ენიშნება. ჰორმონული ბალანსის აღდგენა ციკლისა და ოვულაციის აღდგენასაც განაპირობებს. ანდროგენების სიჭარბისას, რასაც ჭარბი, მამაკაცური ტიპის თმიანობა და სხვა ნიშნები ავლენს, ინიშნება მათი დონის დამაქვეითებელი პრეპარატები. ზოგჯერ დეზანდროგენიზაციაც საკმარისია.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66