.4 წლის ბავშვს რომელიც არ დადის საბავშვო ბაღში რა ... | ბავშვის აღზრდა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის აღზრდა

კატეგორია - ბავშვის აღზრდა

29-06-2012

-გამარჯობა.4 წლის ბავშვს რომელიც არ დადის საბავშვო ბაღში რა ლიტერატურა უნდა წავუკითხო? ძალიან განვითარებულია ასაკთან შედარებით.გმადლობთ

პასუხი
-ბავშვისთვის წიგნების კითხვა ადრეულ ასაკშივე შეიძლება დაიწყოთ. შესაძლოა, ბავშვი ჯერ არ ლაპარაკობდეს, მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ ის ვერაფერს გაიგებს. ბავშვთა ფსიქოლოგიის სპეციალისტები ამტკიცებენ, რომ პატარა ამ შემთხვევაშიც ვითარდება. ჯერ ძალიან მოკლე ზღაპრებით უნდა დავიწყოთ. შემდგომში ტექსტი შეიძლება უფრო დიდი მოცულობისა და რთული გახდეს. სულაც არ არის აუცილებელი ზღაპარი დავასრულოთ. ბავშვს ძალიან უჭირს, მთლიან სიუჟეტს მიუგდოს ყური და შესაძლოა, არც მშობელი იყოს უბადლო მთხრობელი. ამიტომ შეიძლება, ერთი ეპიზოდით შემოვიფარგლოთ. მნიშვნელოვანია, რა წავუკითხოთ პატარებს. რა თქმა უნდა, ცალსახა პასუხი არ არსებობს და მზა რეცეპტს - რეკომენდებული წიგნების სიას ვერავინ მოგაწვდით. შეგიძლიათ, კლასიკად ქცეული წიგნები შეარჩიოთ, თუმცა ვერც სიახლეს დაგიშლით ვინმე - გემოვნებაზე არ დაობენ. მთავარია სიუჟეტი ბავშვის ფსიქიკაზე არ მოქმედებდეს უარყოფითად.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
გრაცას უნივერსიტეტის (ავსტრია) მეცნიერებმა ჩაატარეს ხანგრძლივი ექსპერიმენტი, რომლითაც დაადგინეს, რომ პერიოდულად შიმშილობა
კუჭის ტკივილს უამრავი მიზეზი აქვს. ზოგჯერ ეს სიმპტომი მეტად სერიოზული დაავადების მანიშნებელია:
პრიმატებზე ჩატარებული ექსპერიმენტები მეტყველებს, რომ ხმელთაშუა ზღვის დიეტა იძლევა საშუალებას, რომ შევინარჩუნოთ
ნიუ-იორკის ბევრმა მცხოვრებმა დაიწყო მწნილის წვენის შეძენა. ერთი ქილა მწნილის წვენის ფასი 3-დან 45 დოლარამდეა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად