1 წლის ბავშვს შეიძლება მივცე ძროხის რძე ყოველდღიურ... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

28-06-2012

-1 წლის ბავშვს შეიძლება მივცე ძროხის რძე ყოველდღიურად? და რა შეიძლება მივცე ძილის წინ საკვებად?

პასუხი
-1-დან 2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რძის დღიური ნორმაა 0,7ლ (700მლ). უნდა შეგეძლოთ, დროულად ამოიცნოთ ალერგიის ან რძისა და მისი ნაწარმის აუტანლობის პირველი სიმპტომები.
1-დან 1,5 წლამდე კვება ხუთჯერადია, საკვების საერთო მოცულობა დღე-ღამეში 1100 მლ-ს შეადგენს. ამ ასაკში ბავშვი თანდათან უარს ამბობს მეხუთე, ღამის ულუფაზე და ოთხჯერად კვებაზე გადადის, თუმცა განსაკუთრებით სუსტ და უმადო პატარებს სასურველია ღამის, მეხუთე კვება 1,5 წლამდე შეუნარჩუნოთ. ამ დროს შეგიძლიათ შესთავაზოთ რძე, მაწონი ან კეფირი. კვების საათები ზუსტად უნდა დაიცვათ, რადგან არარეგულარული კვებისას პირობითი რეფლექსი ქრება, კუჭის წვენის გამოყოფის რიტმი ირღვევა, საჭმლის მომნელებელი წვენების ოდენობა და თვისებები იცვლება, ეს ყოველივე კი გავლენას ახდენს ბავშვის მადაზე. არ არის სასურველი, ჭამიდან ჭამამდე პატარას ტკბილეული, წვენები მისცეთ.
სადღეღამისო რაციონი რაოდენობრივად ასე გადანაწილდება:
* საუზმე - 25%
* სადილი - 35-40%
* სამხარი - 10-15%
* ვახშამი - 25% ყურადღება მიაქციეთ პროდუქტების გადანაწილებასაც:
* ცილით მდიდარი საკვები (ხორცი, თევზი) უმჯობესია დღის პირველ ნახევარში მისცეთ. ასეთი პროდუქტი, განსაკუთრებით - ცხიმთან ერთად, კუჭში დიდხანს ყოვნდება და გადასამუშავებლად მეტ საჭმლის მომნელებელ წვენს მოითხოვს. ღამის ძილის დროს მონელების პროცესები ნელდება, ამიტომ დღის მეორე ნახევარში უმჯობესია პატარას ადვილად ასათვისებელი საკვები - ფაფა, რძე, ხაჭო, მაწონი, ყველი შესთავაზოთ. ზოგიერთი პროდუქტი, მაგალითად, პური, კარაქი, რძე, ხორცი, ბოსტნეული, ბავშვმა ყოველდღიურად უნდა მიიღოს, ზოგი კი - არაჟანი, თევზი, ხაჭო - შეიძლება უფრო იშვიათად მისცეთ. გაითვალისწინეთ, რომ პატარა უკვე მიჩვეულია გარკვეულ გემოს და ზოგიერთი ახალი კერძი, თუნდაც ნაცნობი სურსათისაგან მომზადებული, შესაძლოა არ მოეწონოს. შეეცადეთ, თანდათან, ძალდაუტანებლად შეაჩვიოთ. სხვაგვარად ორგანიზმი, გემოვნებითი შეგრძნებები და საღეჭი აპარატი ნორმალურად ვერ განვითარდება. მნიშვნელოვანია ერთ ჯერზე მისაღები საკვების ოდენობის განსაზღვრაც.
ულუფა ბავშვის ასაკს უნდა შეესაბამებოდეს. მაგალითად: 1-დან 3 წლამდე პატარამ ერთ ჯერზე უნდა მიირთვას:
* სუპი (წვნიანი) - 100-150 გ
* გარნირი - 80-100 გ
* კისელი, ჩაი წვენი - 100 მლ.
ულუფის სიჭარბე არღვევს საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციობას და აუარესებს საკვების ათვისებას, შედეგად კი ბავშვს მადაც ეკარგება.
მიაჩვიეთ პატარა წყლის სმას. განსაკუთრებით არ უყვართ წყალი ბუნებრივ კვებაზე მყოფ პაწიებს. წყლის მოთხოვნილება 1-დან 3 წლამდე 1კგ-ზე დაახლოებით 80-100 მლ-ს შეადგენს. წყალი ოთახის ტემპერატურისა უნდა იყოს, არავითარ შემთხვევაში - დამტკბარი. ჭამის წინ ტკბილეულის მიღება კუჭის წვენის სეკრეციას აქვეითებს და მადას აურესებს. გარდა ამისა, ბავშვი ასეთ წყალს სვამს არა წყურვილის მოსაკლავად, არამედ სიტკბოს გამო, რაც სითხის ჭარბ მიღებას უწყობს ხელს, ეს კი ნებისმიერ ასაკში ცუდია. ასევე მიუღებელია მაწვნის, ხაჭოს, გახეხილი ხილის (პიურეს) დატკბობა. დაიმახსოვრეთ: პატარას საკვებს შაქარი და მარილი იმდენი უნდა გაურიოთ, რომ თავად მისი დაგემოვნებისას უმარილო და უტკბო მოგეჩვენოთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად