,მაქვს ფეხის სოკო(თითებზედა კანი მაქვს აქერცლილი) ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

27-06-2012

-გამარჯობა,მაქვს ფეხის სოკო(თითებზედა კანი მაქვს აქერცლილი) კვირაზე მეტია ვისმევ ლამიზილის დერმგელს და შეედეგი არ მაქვს კანი ისევ ისე მაქვს.ნორმალურია თუ მირჩევთ სხვა რამეს?

პასუხი
-პირველ რიგში აუცილებელია იმის ცოდნა, ნამდვილად ტერფის სოკო გაქვთ თუ სხვა რამ, ამისათვის დიაგნოზი დერმატოლოგმა უნდა დასვას და მკურნალობაც შესაბამისი დანიშნოს. თუ ნამდვილად ტერფის სოკოსთან გვაქვს საქმე, მაშინ მასთან ბრძოლის მიზნით აუცილებელია, ყოველდღე დაიბანოთ ფეხები და იცვალოთ წინდები. დაბანილი ტერფები, განსაკუთრებით – ნაკეცები, ვაფლისებური პირსახოცით კარგად გაიმშრალოთ. უნდა ერიდოთ ფეხების გაოფლინებას.
თუ ტერფის სოკოს იოლი ფორმა გაქვთ (მხოლოდ აქერცვლას აქვს ადგილი),მაშინ უნდა იხმაროთ სოკოს საწინააღმდეგო საშუალებები, რომლებიც აფთიაქებში იყიდება და სოკოს გამანადგურებელ ნივთიერებებს შეიცავს. სასურველია, მათი აქტიური ნივთიერება ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით გამოირჩეოდეს (ასეთია, მაგალითად, ტერბინაფინის შემცველი საშუალებები). მკურნალობა 2 კვირა მაინც უნდა გაგრძელდეს, მაგრამ თუ შედეგი 3-4 დღეში ვერ შეამჩნიეთ, მაშინ აუცილებლად უნდა მიმართოთ დერმატოლოგს, რადგან შესაძლოა შინაგანი მიღების პრეპარატებით მკურნალობაც დაგჭირდეთ.
თუ ეპიდერმოფიტიის შედეგად გაქვთ ტერფებზე მწვავე ანთებითი მოვლენები, მას იმავე პრინციპით მკურნალობენ, რომლითაც მწვავე ეგზემას. ინიშნება ფუნგიციდური პრეპარატები (ხსნარები - კასტელანი, ნიტროფუნგინი, მალამოები - მიკოსეპტი, მიკოზოლინი, 5-10%-იანი გოგირდ-კუპრი, ვილკინსონი). ასეთ შემთხვევაში აუცილებელია, მკურნალობა დაინიშნოს დერმატოლოგის მიერ.
გარდა ამისა აუცილებელი ფეხსაცმლის სპეციალური დამუშავება _ ფეხსაცმელები გულდასმით დაამუშავეთ ძმრის ესენციაში დასველებული ბამბის ტამპონებით. თავდაპირველად გარეცხეთ ის გარედან, შემდეგ შიგნით: ჩადეთ ტამპონი ფეხსაცმლის ,,ცხვირში” და ჰერმენტულად შეფუთეთ ცელოფნის პარკში 24 საათით. ამის შემდეგ ფეხსაცმელი გაანიავეთ და გაწმინდეთ ნიშადურის სპირტით სუნის გასანეიტრალებლად.
კომენტარები
15 იანვარი 2018 03:02
მყავა 87 წლის დიაბეტის მატარებელი ბებო. ბანვის დროს აღენიშნება კანის ჭარმი ააერცვლა. რით შეგვიძლუა ვუმკყრნალოთ და რასთან გვაქვს საქმე?
12 იანვარი 2018 21:16
zmari shvelis vashlisa sokos
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად