ვარ 21 წლის ბიჭი. უკვე ერთი კვირაა მახველებს. სიცხ... | პულმონოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პულმონოლოგია

კატეგორია - პულმონოლოგია

27-06-2012

-ვარ 21 წლის ბიჭი. უკვე ერთი კვირაა მახველებს. სიცხე და თავისტკიველები არ მაქვს. არც სისუსტეს ვგრძნობ. ხველებისას მქონდა ნახველი. მესამე დღეს შევიძინე ხველის წამალი (ბრომჰექსი). დღეში სამჯერ 10 მლ. ვსვამ. ნახველი აღარ მაქვს, თუმცა მშრალი ხველა მაინც დამრჩა. ერთ-ერთი დახველების დროს ნახველს გამოყვა სისხლი (მხოლოდ ერთხელ იყო ეს შემთხვევა, ორი დღის წინ, მას მერე აღარ) ერთი თვის წინ გადავიტანე ჩუტყვავილა. ვიმყოფები უცხოეთში, ექიმთან მისვლა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. რას მირჩევდით? რა შეიძლება მჭირდეს? ან რითი გავაგრძელო მკურნალობა?

პასუხი
-ხშირი ხველებისას ზოგჯერ ზიანდება სასუნთქი გზები ამომფენი ლორწოვანი გარსის კაპილარები და ნახველს სისხლი შეერევა ხოლმე. ხველების შემდგომ თუ ერთჯერადად გქონდათ სისხლიანი ნახველი და ეს მას შემდეგ აღარ მეორდება საგანგაშო არაფერია.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად