იცით რა მაინტერესებს, ბავშვებს აცრებს რომ უკეთებენ... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
24-06-2012

-იცით რა მაინტერესებს, ბავშვებს აცრებს რომ უკეთებენ ხოლმე რამდენად საშიშია რომ ალერგიული რეაქცია ქონდეთ და გაუარესდეს მდგომარეობა? წინასწარ სინჯს უკეთებენ ასეთ შემთხვევაში თუ დაალოდებინებენ ცოტახანს რომ არ გამოუვლინდეს ალერგიული რეაქციები? როგორ ხდება ეს აცრები მაინტერესებს და რამდენად საშიშია. ყველას ორგანიზმი ხო ერთნაირად ვერ იღებს უცხო ვაქცინსი შეყვანას ორგანიზმში? კიდევ ერთი შეკითხვა. როგორც ვიცი ტეტანუსის აცრებს უკეთებენ ხოლმე და თუ ვთქვათ დაიზიანა ფეხი ან ხელი ჟანგიან რაღაცაზე საჭიროა მაინც შრატის გაკეთება? რამდენად საშიშია ქუჩაში ბავშვის წაქცევა და ამის შემდეგ მსგავსი რამის წარმოქმნა?

პასუხი
- იმუნიზაცია თქვენი შვილის ჯანმრთელობის დაცვის ყველაზე საიმედო გზაა: აცრის შემდგომი გართულებების რისკი იმდენად უმნიშვნელოა ინფექციური დაავადებისა და მისგან გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების რისკთან შედარებით, რომ ვაქცინაციის აუცილებლობა და ეფექტიანობა უდავოა.
ასთმა, ეგზემა, ჭინჭრის ციება და სხვა ალერგიული გამოვლინებები, ძირითადად, არ არის გეგმიური აცრის უკუჩვენება. დამატებითი შეკითხვებით ამ თემაზე თქვენს ექიმ შეგიძლიათ გაესაუბროთ. ძალიან იშვიათად შეიძლება ბავშვს აცრიდან მოკლე დროში დაემართოს ალერგიული რეაქცია. ეს შეიძლება იყოს გამონაყარი ან ქავილი სხეულის ერთ ნაწილზე ან მთელ სხეულზე. სამედიცინო პერსონალი, რომელიც ასრულებს აცრის მანიპულაციებს, აღმოგიჩენთ დახმარებას. კიდევ უფრო იშვიათად იმუნიზაციიდან რამოდენიმე წუთში ბავშვს შეიძლება გამოუვლინდეს ანაფილაქსიური რეაქცია - ძლიერი და მყისიერი ალერგიული რეაქცია, რომელიც საჭიროებს გადაუდებელ სამედიცინო ყურადღებას და დახმარებას! უკანასკნელმა გამოკვლევებმა დაადგინა, რომ დაახლოებით ნახევარი მილიონი აცრილი ბავშვიდან მხოლოდ ერთს შეიძლება განუვითარდეს ასეთი რეაქცია.
ამცრელი კაბინეტი აღჭურვილია ყველა საჭირო მედიკამენტით, ხოლო აცრის შემსრულებელი პერსონალი მომზადებულია იმისათვის, რომ უმკურნალოს ანაფილაქსურ რეაქციას. გადაუდებელი დახმარების აღმოჩენის შემთხვევაში ბავშვი სრულად განიკურნება.
აცრა არ უტარდება ბავშვს, რომელსაც:
*ჰქონდა დადასტურებული ანაფილაქსური რეაქცია ვაქცინის პირველ დოზაზე;
*აქვს ალერგიული რეაქცია ნეომიცინზე, სტრეპტომიცინზე ან პოლიმიქსინ ბ-ზე (იმ ანტიბიოტიკებზე, რომლებიც შედის ვაქცინების შემადგენლობაში);
*აღენიშნება თანდაყოლილი იმუნოდეფიციტი (აივ ინფექცია და/ან შიდსი), ან დაქვეითებული აქვს იმუნიტეტი ონკოლოგიური დაავადების ან გადანერგილი ორგანოს შემდგომი მკურნალობის გამო (ამ შემთხვევებში არ კეთდება ის ვაქცინები, რომლებიც დასუსტებულ ცოცხალ ვირუსებს შეიცავენ, მაგალითად წითელა/წითურა/ყბაყურას აცრა);
*დასმული აქვს პროგრესირებადი სისტემური და ნევროლოგიური დაავადებების დიაგნოზი დყტ ვაქცინა დამზადებულია დიფტერიისა და ტეტანუსის ანატოქსინისა და ყივანახველას დახოცილი მიკრობებისაგან. ბავშვი ამ დაავადებებზე უნდა აიცრას 2, 3 და 4 თვის, შემდეგ 18 თვის ასაკში. დიფტერიაზე და ტეტანუსზე აცრა 14 წლის ზემოთ ტარდება ყოველ მე-10 წელს 55 წლამდე. ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის გაკეთება აუცილებელია იმ ბავშვებისათვის, რომლებიც დაიზიანებენ კანს, აქვთ დაბინძურებული ჭრილობა და, ამავდროულად, სხვადასხვა მიზეზის გამო, არ არიან აცრილი ტეტანუსზე. შრატი კეთდება იმ შემთხვევებშიც, თუ არ არის საკმარისი ინფორმაცია ბავშვისთვის შესაბამისი აცრების ჩატარების შესახებ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
სიმსუქნე თითქმის ორჯერ ზრდის მძიმე ფორმის კარიესის განვითარების ალბათობას. ტკბილი და მაღალი მჟავიანობის სასმელები კი ჭარბწონიანი
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად