რა მაინტერესებს იცით. როდესაც ბავშვი ქუჩაში წაიქცე... | ბავშვთა ინფექციები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვთა ინფექციები
24-06-2012

-რა მაინტერესებს იცით. როდესაც ბავშვი ქუჩაში წაიქცევა და მუხლებს ან ხელებს გადაიტყავებს სისხლი მოსდის. მაგ დროს აუცილებელია ექიმთან წაყვანა? თუ საპნით ჩამობანა და დასპირტვა საკმარისია? რამდენად საშიშია ინფექციის შეგწევა ასეთი სახით ორგანიზმში და რა ინფექციმა შეიძლება შეაღწიოს?

პასუხი
-ტეტანუსის ჩხირი ბალახის მჭამელი ცხოველების ნაწლავთა მუდმივი ბინადარია. გარემოში ის ფეკალური მასების მეშვეობით მოითესება და მზის სხივების ზემოქმედებით მალევე კარგავს ძალას. ადამიანის ორგანიზმში ის დაზიანებული კანიდან და ლორწოვანი გარსებიდან იჭრება; ზომიერი კლიმატის ქვეყნებში (საქართველოში) დაავადება უპირატესად მაისიდან ოქტომბრამდე ხშირდება. შემთხვევათა ნახევარზე მეტი ბავშვებში ქვედა კიდურების ტრავმით არის გამოწვეული (ფეხშიშველა სიარულისას ფეხის გაკაწვრა, ჭრილობის მიწით დაბინძურება და ა.შ.). ამავე მიზეზით დაავადება უპირატესად (80-86%) სოფლის მოსახლეობაში გვხვდება.
ტეტანუსის პროფილაქტიკისათვის მიწითა და მტვრით გაბინძურებული ჭრილობის შემთხვევაში ქირურგიულ დამუშავებასთან ერთად უნდა ჩატარდეს ტეტანუსის საწინააღმდეგო აცრა. აქტიური იმუნიზაციის მიზნით 2 თვიდან ყველა ბავშვს უტარდება ვაქცინაცია გაშეშების საწინააღმდეგო ანატოქსინით (AKDS -ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის კომბინირებული ვაქცინა). იმუნიტეტი 10 წლის განმავლობაში ნარჩუნდება.
ჭრილობა უნდა ჩამობანოთ წყალბადის ზეჟანგის 3%-იანი ხსნარით ან საპნიანი წყლით და არა სუფთა წყლით. 
იმუნიზაცია კეთდება მნიშვნელოვანი (ღრმა და დაბინძურებული) ჭრილობების დროს, თუ უკანასკნელი აცრის შემდეგ 5 წელზე მეტია გასული. ნაკლებად მნიშვნელოვანი ჭრილობების დროს იმუნიზაცია საჭიროა, თუ ტეტანუსზე უკანასკნელი აცრის შემდეგ გასულია 10 წელზე მეტი. ნებისმიერ შემთხვევაში, ტეტანუსზე იმუნიზაციის საკითხი უნდა გადაწყვიტოს ექიმმა/ქირურგმა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად