რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-უკვე წლებია დედაჩემს (75წლისაა) აქვს ცხვირ-ხახის პრობლემა, რამდენჯერმე ვიყავით ექიმებთან, უთხრეს რო კატარი აქვს, რაღაც მკურნალობებიც დაუნიშნეს მაგრამ შედეგი არაა. ყელიდან აწუხებს დიდი ოდენობით ლორწოვანი გამონადენი,ხშირად ცხვირში იჭედება და წვეთების გარეშე ვერ სუნთქავს,ეს ყველაფერი ღამით უფრო მეტად აწუხებს. თუ შეიძლება ამიხსენით რა არის ამის მიზეზი და როგორ ვუშველოთ მას. გმადლობთ.
პასუხი
-ფრონტიტს ანუ შუბლის წიაღის ანთებას და შუა და უკანა ეთმოიდური უჯრედების ანთებას ახასიათებს გამონადენის გამოყოფა ცხვირხახაში. სწორედ აღნიშნული დაავადებებია ხახის უკანა კედელზე სეკრეტის ჩადინების შეგრძნების მიზეზი. ასეთი სეკრეტი საკმაო დისკომფორტს იწვევს, განსაკუთრებით - ღამით. როცა ადამიანი წევს, სეკრეტის გამოყოფა ძლიერდება. სქელი სეკრეტი, რომელიც ცხვირ-ხახის უკანა კედელზე ჩამოედინება, მოხრჩობის შეგრძნებას იწვევს. გარდა ამისა, ცნობილია, რომ ხახის უკანა კედელზე ასეთი ჩამონადენის არსებობა ქრონიკული ხველის ერთ-ერთი მიზეზია. ჩვენ არ ვიცით რა მკურნალობა და რომელ სპეციალისტთან ჩაიტარეთ, მაგრამ ყველა შემთხვევაში ოტორინოლარინგოლოგიურ პრაქტიკაში გამონადენი პათოლოგიის მანიშნებელია, ამიტომ მისი არსებობისას ექიმის (ყელ-ყურ-ცხვირის) კონსულტაცია აუცილებელია.