დავიწყე დერამსეპტის ხსნარით სახის გაწმენდა და ამომ... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

22-06-2012

-დავიწყე დერამსეპტის ხსნარით სახის გაწმენდა და ამომიშრო კანი კერძოდ ლოყებზე. ისე ცხიმინი კანი მაქვს მხოლოდ ცხვირზე და შუბლზე ლოყები ზამთარში თავისითაც მიშრება ხოლმე და მექრცლება რა გავაკეთო რო კანი არც ასეთი ცხიმინი იყოს და არც აქერცილილი მინდა რო მოქნდეს ნორმალური სახე როგორც სხვებს. სულ მაქვს ცხივრზე თან ფერიჭამელები და შუბლზეც მირჩიეთ როგორ მოუარო სახის კანს რათა გამოიყურებოდეს ნორმალურად თან ბიჭი ვარ და ძაან მაწუხებს

პასუხი
-კარგი იქნება, თუ მიმართავთ კოსმეტოლოგს, მითუმეტეს, თქვენ კომბინირებული სახის კანი გაქვთ.
კოსმეტოლოგთან ვიზიტამდე გაითვალისწინეთ ჩვენი რჩევები: დილით პირი დიაბანეთ კომბინირებული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ქაფით, ჩამოიბანეთ ეს ქაფი გრილი წყლით (ცხელი წყალი არ გამოიყენოთ, იგი მშრალ კანს კიდევ უფრო გამოაშრობს, ცხიმიანს კი გააცხიმიანებს), გირჩევთ, ცხიმიანი უბნიდან ქაფის ჩამობანვისას გამოიყენოთ ხაოებიანი ნაჭერი (გამოვა ერთგვარი პილინგი). დაბანვის შემდეგ გაიწმინდეთ სახე შერეული ან ნორმალური კანისთვის განკუთვნილი ტონიკით. დაბანის შემდეგ, თუ გაქვთ ფერიმჭამელები, წაისვით მათზე სპეციალური კრემი, დანარჩენ უბანზე კი წაისვით შერეული კანისთვის განკუთვნილი დამატენიანებელი კრემი.
ასაკობრივი ცვლელებების არსებობის შემთხვევაში კანზე უნდა წაისვათ რეტინოლის ან ჰიალურონის მჟავის შემცველი დამატენიანებელი კრემები.
სახლიდან გასვლის წინ აუცილებლად წაისვით დღის კრემი (მზისგან დამცავი _ SPF ფაქტორის შემცველი) საღამოს - დაბანვა, მსუბუქი პილინგი, ტონიკი (ისე, როგორც დილას). ამის შემდეგ ნორმალური კანის უბანზე თხელ ფენად წაისვით ცხიმიანი კრემი, ცხიმიან უბანზე - ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი კრემი ან ემულსია).
ფერიმჭამელებზე - ფერიმჭამელების საწინააღმდეგო საშუალება.
ნიღაბი კომბინირებული კანისთვის:
კვირაში ერთხელ გაიკეთეთ მკვებავი, დამატენიანებელი და დამაშვიდებელი ნიღაბი, მაგალითად შვრიისგან: 1 სუფრი კოვზი ჰერკულესს დაასხით მცირე რაოდენობის თბილი წყალი (ფაფისებური მასა უნდა მიიღოთ), გააჩერეთ 5 წუთი, დაიდეთ წინასარ გაწმენდილ და დაორთქლილ კანზე (ან ცხიმიან უბანზე), გაიჩერეთ 15-20 წუთი, შემდეგ ჩამოიბანეთ ნიღაბი.
კომბინირებული კანის დროს ყველაზე მშრალი ადგილია ქუთუთოები. ამის გამო თვალების რიგვლივ ადვილად ჩნდება ნაოჭები. მათი გაჩენის შესაფერხებლად უნდა გამოიყენოთ დამატენიანებელი კრემები და შრატები, რომლებიც შეიცავენ: რეტინოლს, ჰიალურონის მჟავას, ალფაჰიდროქსიმჟავებს, ანტიოქსიდანტებს და აუცილებელია მზისგან დამცავი ფილტრების ხმარება ქუჩაში გასვლის შემთხვევაში.
ასევე შეგიძლიათ გამოიყენოთ თაფლის ნიღაბი: ცხელი წყლის აბაზანაზე გაალღვეთ 1 სუფრის კოვზი თაფლი, რომელსაც დამატებული ექნება 1 სუფრის კოვზი პურის ფქვილი და ერთი კვერცხის ცილა (ბეზე). ეს მასა წაისვით თვალების ირგვლივ და გაიჩერეთ 15 წუთი. გაშროების შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა გააკეთეთ ყოველდღიურად ერთი თვის განმავლობაში, მხლოდ ასეთ შემთხვევაში მოგცემთ იგი ეფექტს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ სამკურნალო მცენარეების კომპრესი: აიღეთ 1 ჩაის კოვზი გამომშრალი გვირილა, კამა ან სალბი, დაასხით ნახევარი ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთი გააჩერეთ თავდახურულ მდგომარეობაში. ამის შემდეგ გაფილტრეთ, გაყავით ორად, ერთი გააგრილეთ, მეორე შეათბეთ. შემდეგ ქუთუთოებზე მონაცვლეობით დაიფარეთ ხან თბილი, ხან ცივი საფენები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად