ჩემს ორივე გოგონას (10 და 14 წლის)აქვს ბრტყელტერფი... | ორთოპედია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორთოპედია

კატეგორია - ორთოპედია

19-06-2012

-ჩემს ორივე გოგონას (10 და 14 წლის)აქვს ბრტყელტერფიანობა.გთხოვთ მირჩიოთ როგორ აღმოვფხვრათ ეს პრობლემა? ფეხები მალე ეღლებათ და ვიზუალურადაც შესამჩნევია.

პასუხი
-ტერფების დეფორმაციის ხარისხის დასადგენად მხოლოდ ვიზუალური დათვალიერება არ არის საკმარისი. ტერფების ანატომიური და ფუნქციური დატვირთვის განსაზღვრა ხდება კომპიუტერული კვლევით, რომელიც თვალნათლივ გვაჩვენებს ზეწოლის უბნებს. მისი შედეგების საფუძველზე შეირჩევა ინდივიდუალური საკორექციო ღაბაშები (სუპინატორები). ტერფის არასწორი დატვირთვისას ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ღერძული სიმეტრია, რაც ტერფზედა სეგმენტების (კოჭ-წვივის, მუხლის, მენჯ-ბარძაყის სახსრების, ხერხემლის სვეტის) ნორმალური ფუნქციის დარღვევას განაპირობებს. ცალმხრივი ბრტყელტერფიანობისას ზედა სეგმენტების ზოგადი სისუსტე და ფუნქციური დარღვევა უფრო მეტად არის გამოხატული. თუ მკურნალობა არ ჩატარდა, ასაკთან ერთად ტერფის დეფორმაცია ღრმავდება. აღინიშნება ორგანიზმის ზოგადი გადაღლა, ტერფის რესორული ფუნქციის (დრეკადობის) დაკარგვის გამო ირღვევა ნაბიჯების თანამიმდევრობა და რიტმული ხასიათი.
ბრტყელტერფიანობის მკურნალობა ბავშვებში უპირატესად კონსერვატიულია, მისი მიზანია ნერვკუნთოვანი და მყესიოგოვანი სისტემის ტონუსის აწევა და მკურნალობით მიღწეული თაღის ფორმის შენარჩუნება მოდელირებული (ინდივიდუალურად შერჩეული) სუპინატორით.
მკურნალობა კომპლექსურია. გასათვალისწინებელია როგორც ძირითადი, ისე თანმხლები დაავადებები. კომპლექსი მოიცავს დღის საგანგებო რეჟიმს, სამკურნალო ფიზკულტურას, აპარატულ ფიზიოთერაპიას, ბალნეოთერაპიას, მედიკამენტურ თერაპიას.
1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში მკურნალობა სამკურნალო ვარჯიშებით და მასაჟით იწყება. ტარდება ტერფის თაღამწევი, დუნდულა, გავა-წელისა და პარავერტებრული კუნთების მასაჟი. კუნთების კუმშვადობის გასაუმჯობესებლად მიმართავენ ტერფის თაღამწევი კუნთების ელექტროსტიმულაციას. ეფექტურია ვარჯიში წყალში. სათლში ჩასხმულ 10 ლ წყალს დაუმატეთ 100 გ ზღვის მარილი და მატონიზებელი სამკურნალო მცენარეების (გვირილა, მუხის ქერქი, წიწვი, მრავალძარღვა და სხვა) 2 ლ ნაყენი. წყლის ტემპერატურა 36-370C უნდა იყოს. ამ ჭურჭლის ფსკერიდან სუპინირებული ტერფით ბავშვს წყლის ზედაპირზე ნელა ამოაქვს დამძიმებული ბურთი ან ქვა. თავდაპირველად ვარჯიში 5-7-ჯერ სრულდება. შემდეგ რაოდენობა თანდათან იმატებს და 20-მდე ადის.
მკურნალობის შემდეგ ტერფის სწორი ფორმირებისა და ფიზიოლოგიური ფუნქციის შესრულებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სწორად შერჩეულ ფეხსაცმელს, რომლის დანიშნულებაა, უზრუნველყოს ტერფის ნორმალური დაყრდნობა როგორც დგომის, ისე მოძრაობის დროს (მოძრაობისა და დგომისას ტერფი ყველაზე მეტ ზეწოლას განიცდის. ამ დროს მისი გასწვრივი თაღის სიმაღლე 1,3 სმ-ით მცირდება).
ტერფის ნორმალური ფუნქციონირება დამოკიდებულია ფეხსაცმლის ქუსლის სიმაღლეზე, რომელიც კუნთის მუშაობისთვის ხელსაყრელ ან არახელსაყრელ პირობებს ქმნის. სწორად შერჩეული ქუსლი ამაღლებს გასწვრივ თაღს და აუმჯობესებს მის რესორულ ფუნქციას. ქუსლის სიმაღლე ტერფის სიგრძის 1/4-ს უნდა შეადგენდეს, რაც დაახლოებით 2-3 სანტიმეტრს უდრის.
სუპინატორი აუცილებლად ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. მისი მეშვეობით ხდება ტერფის ამაღლება, მტკივნეული უბნების ზეწოლისგან გათავისუფლება, სიარულის გაუმჯობესება, დეფორმაციის პროგრესის პროფილაქტიკა. სპეციალური ვარჯიშებით შესაძლებელია ტერფების კუნთოვანი აპარატის გამაგრება.
ამ ვარჯიშების შესრულება შინაც შეგიძლიათ: დაჯექით მაღალ სკამზე. ფეხებქვეშ ფარდაგი დაიდეთ. ტერფები მყარად უნდა გედგათ იატაკზე, ოდნავ განიგან, მუხლები და მენჯ-ბარძაყი კი 900-ით იყოს მოხრილი.
• ტერფები მოხარეთ და გაშალეთ.
• მოხარეთ და გაშალეთ ფეხის თითები.
• ტერფებით დაიჭირეთ ბურთი, ასწიეთ ის და საწყის მდგომარეობაში დააბრუნეთ.
• ტერფებით გააგორ-გამოაგორეთ საგორავი (ცომის გასაბრტყელებელი) ჯოხი.
• ფეხის თითებქვეშ ამოიდეთ პირსახოცი, მისი ბოლოები ხელში დაიჭირეთ და მოქაჩეთ.
• იარეთ ფეხის წვერებზე.
ბრტყელტერფიანობის პროფილაქტიკა ასეთია: არ შეიძლება ვიწრო ფეხსაცმლის ტარება, ბევრი სირბილი, დიდხანს დგომა. ფეხები ხშირად უნდა დაასვენოთ, რეგულარულად ავარჯიშოთ ტერფები, იკეთოთ მასაჟი, აბაზანები.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად