სახეზე მაქვს ფორები გადიდებული მხოლოდ ლოყებზე და ... | კოსმეტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - კოსმეტოლოგია

კატეგორია - კოსმეტოლოგია

17-06-2012

-სახეზე მაქვს ფორები გადიდებული მხოლოდ ლოყებზე და ცხვირზე. თუ არსებობს რამე სახლის პირობებში გამოსაყენებლად ?

პასუხი
-სახის კანზე ფორების გაფართოება ცხიმიანი კანის ნიშანია. თუ გაფართოებული გაქვთ ფორები, პირველ რიგში შეამცირეთ ცხიმიანი საკვების, ჩიფსების, ტკბილი გაზიანი სასმელის მიღება. დღეში 2 ლიტრამდე წყალი სვით, ყურადღება მიაქციეთ, რომ კოსმეტიკა, რომელსაც ხმარობთ იყოს არაკომედოგენური და უცხიმო.
თუ ხმარობთ "რუმიანას", იხმარეთ პუდრის სახით და არა კრემი. თქვენი კანი საჭიროებს ყოველდღიურ მოვლას. დილა-საღამოს გამოიყენეთ სახის გელი ცხმანი კანისთვის. ხშირად შეისხით სახეზე ცივი წყალი. იხმარეთ ტონიკი (ნაკლებად, რომ შეიცავდეს სპირტს). იგი ავიწროვებს ფორებს.
დილით წაისვით ცხიმის ამალაგებელი დამატენიანებელი კრემი. საღამოსთვის შეარჩიეთ რომელიმე სპეციალური კრემი. კარგი იქნება თუ თიხის ნიღბებს გაიკეთებთ კვირაში ერთხელ. ახლა რამოდენიმე საშუალების მომზადებას გასწავლით:
- ტონიკი - აადურეთ 500 მლ წყალი, ჩაყარეთ შიგნით მუჭით როზმარინი და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე სანამ არ ჩაიხარშება. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, გაფილტრეთ და დაუმატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონი. შეინახეთ ცივ ადგილზე. გაიწმინდეთ სახე მასში დასველებული ბამბით დილასა და საღამოს, თუ ძლიერად გაქვთ გაფართოებული ფორები, თუ არა და - მარტო საღამოს. როცა ეს ტონიკი დაგიმთავრდებათ, ალბათ ფორებიც შევიწროვებული გექნებათ. შემდეგ, ეფექტის შესანარჩუნებლად ეს ტონიკი გმოიყენეთ კვირაში 2-ჯერ.
- წყლის აბაზანა - ადუღებულ წყალში ჩაყარეთ თანაბარი რაოდენობით ბარამბო, პიტნა, ოხრახუში, ბეგქონდარა. გადაიფარეთ თავზე პირსახოცი და ორთქლის ქვეშ გაჩერდით 5-8 წუთი. ასუფთავებს და ავიწროვებს ფორებს. - ნიღბები:
1. გაიკეთეთ პომიდვრის ნიღაბი (თუ მგრძნობიარე სახის კანი გაქვთ, მაშინ არ ღირს). აიღეთ ორი მწიფე პომიდორი და გამოწურეთ. რბილობს დაუმატეთ 100 მლ რძე და რამდენიმე ხნით შედგით მაცივარში. ეს ცივი მასა დაიდეთ სახეზე 10 წუთი. 
2. გაატარეთ კიტრი ხორცის საკეპ მანქანაში, გამოწურეთ და შეურიეთ 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა. (სექელი მასა გამოვა). შემდეგ დაამატეთ ნუშის ზეთი. წაისვით სუფთა სახის კანზე თანაბრად. 15 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ მინერალური წყლით და წაისვით ტონიკი. ერთი თვის განმავლობაში ყოველ კვირას ჩაიტარეთ ეს პროცედურა.
3. ათქვიფეთ კვერცხის ცილა (სქელი ბეზე), დაამატეთ მესამედი კვერცხის გული და 20 წვეთი ლიმონის წვენი. ფრთხილად გადაურით. წაისვით სახეზე (თვალის ირგვლივ არა), გაიჩერეთ 15 წუთი დ შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. აუცილებლად უნდა გითხრათ, რომ კოსმეტიკურ სალონებში ფორების შევიწროვებას საკმაოდ ეფექტურად ახორციელებენ (ულტრაბგერითი ზემოქმდებით, სპეციალური კრემებით, რძით, გელით, და ა.შ). შეგიძლიათ მიმართოთ რომელიმე კოსმეტოლოგიურ სალონს ან ესთეთიკურ ცენტრებს.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად