. იღლის და წელს ქვემოთ გაპარსვის შემდეგ მაქვს გამო... | დერმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - დერმატოლოგია

კატეგორია - დერმატოლოგია

17-06-2012

-გამარჯობა. იღლის და წელს ქვემოთ გაპარსვის შემდეგ მაქვს გამონაყარი თან თმის ჩახვევაც თან ახლავს ამას ვარ ბიჩი და რო არ გავიაპრსო ვერ ვძლებ თმას რა წავისვა ან რა გავაკეთო გაპარსვის შემდეგ რო არ ჩაიხვეს თმა და არ გამომაყაროს

პასუხი
-ჩაბრუნებული თმა, გამოწვეულია ამ მიდამოში თმების ხშირი და არასწორი მოშორებით, შეუცვლელ მოვლის საშულებას ასეთ დროს წარმოადგენს რეგულარული აქერცვლა ტანის სკრაბით ან სამასაჟო ჯაგრისით, ეს პროცედურა არა მარტო ჩამოაცლის მკვდარ გამუქებულ კანს, ასევე აუმჯობესებს ჩაბრუნებული თმის მოშორებას.
გაიპარსეთ აბაზანის მიღების შემდეგ; მას შემდეგ რაც სკრაბს გამოიყენებთ გაისაპნეთ შესაბამისი ადგილები შეგიძლიათ გამოიყენოთ საპარსი გელი, რომელიც არ შეიცავს საპონს. ქაფის ქვეშ ცუდად ჩანს გასაპარსი ნაწილები. რაც ნაკლებად ქაფდება საპარსი საშუალება მით უკეთესი. შემდეგ გაიპარსეთ.
გაპარსვისვის თუ იყენებთ სამართებელს, მაშინ გამოიყენეთ ერთჯერადი ერთჯერადად; პარსვა უნდა მოხდეს პირველ ჯერზე თმის ზრდის მიმართულებით! შემდეგ საწინააღმდეგო. გაპარსვის წინ აუცილებლად დარწმუნდით, რომ სამართებლის პირი ბასრია. ბლაგვი სამართებლით პარსვა აუცილებლად გამოიწვევს კანის გაღიზიანებას და ჭრილობებს. გაითვალისწინეთ, რომ ერთჯერადი სამართებლების რესურსი 2-3 გაპარსვაა. გაპარსვის შემდეგ დეზინფიცირების მიზნით წაისვით ქაფურის სპირტი.
გაღიზიანებულ კანზე შეგიძლიათ გამოიყენოთ გიოქსიზონის მალამო (2-ჯერ დღეში). გაითვალისწინეთ! არ იხმაროთ დეზედორანტი ნოტიო კანზე;
ნუ გამოიყენებთ დეზედორანტებს და ანტიპერსპირანტებს აუცილებლობის გარეშე, მითუმეტეს ღამით; გაიპარსეთ აბაზანის მიღების შემდეგ და ძილის წინ, რომ კანმა დილამდე მოასწროს მოშუშება;
გახსოვდეთ, როგორი მეთოდიც არ უნდა გამოიყენთ თმების მოსაშორებლად, პროცედურის შემდეგ კანზე დამატენიანებელი იხმარეთ.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად