.გთხოვთ მიმითითოთ სად მოვიძიო ინფორმაცია "პოდაგრის... | რევმატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რევმატოლოგია

კატეგორია - რევმატოლოგია

15-06-2012

-გამარჯობათ.გთხოვთ მიმითითოთ სად მოვიძიო ინფორმაცია "პოდაგრის" შესახებ.იქნებ მირჩიოთ რამე ხალხური მკურნალობიდან.დამისვევს პოდაგრის დიაგნოზი და მინდა ყველაფერი ვიცოდე ამ დაავადების შესახებ.დიდი მადლობა წინასწარ.რადგან ვიმყოფები საზღვარგარეთ მინდა ინფორმაცია მოვიძიო ჩეთვის გასაგებ ენაზე და ამითომ მოგმართეტ დასახმარებლად.

პასუხი
-პოდაგრა ანუ პოდაგრული ართრიტი ქრონიკული დაავადებაა და ნივთიერებათა ცვლის მოშლით გამოწვეულ პათოლოგიათა რიცხვს ეკუთვნის. კერძოდ, მისი მიზეზია შარდმჟავას ცვლის მოშლა, რის გამოც სისხლში ამ ნივთიერების შემცველობა იმატებს და ის ქსოვილებში, ძვლებში, სახსრებში ლაგდება. პოდაგრა უპირატესობას კიდურების წვრილ სახსრებს აზიანებს. ნადებისგან ყალიბდება პოდაგრული კვანძები - ე.წ. ტოფუსები. პოდაგრულ შეტევას ახასიათებს სახსრების მწვავე, ინტენსიური ტკივილი, შეწითლება, შეშუპება, მოძრაობას თან სდევს დამახასიათებელი ხრაშუნი.
შეტევა უპირატესად ღამით ვითარდება. პოდაგრა ხშირად აზიანებს თირკმლებს. მოსალოდნელია განვითარდეს შარდკენჭოვანი დაავადება, პიელონეფრიტი, გლომერულონეფრიტი და თირკმლის უკმარისობაც კი.
პოდაგრა ვერაგი დაავადებაა: ადრეულ სტადიაში პერიოდული შეტევები თავისთავად გაივლის, ამიტომ ავადმყოფების უმრავლესობა მათ ყურადღებას არ აქცევს. დიაგნოზი დაისმის 5-8 წლის შემდეგ, როდესაც პროცესს უკვე მთელ ორგანიზმში აქვს გადგმული ფესვი. პოდაგრის მკურნალობისას დიდი მნიშვნელობა აქვს სათანადო დიეტის ზედმიწევნით დაცვას. აუცილებელია დღეში სამ ლიტრამდე სითხის მიღება. რაციონი უნდა შეიცავდეს: რძეს და რძის ნაწარმს, თეთრ და შავ პურს, შაქარს, თაფლს, ბოსტნეულისა და მარცვლეულის წვნიანებს, ფაფებს, ტკბილ ხილს, ლიმონს, სტაფილოს, კიტრსა და სალათას. ერთი კვირის განმავლობაში შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ 2 კვერცხი, 200 გ ხორცი, 200 გ მჭლე თევზი. სუნელებიდან შეგიძლიათ გამოიყენოთ მხოლოდ დაფნა და ძმარი. სუფრის მარილის ოდენობა დღეში 6-8 გრამამდე შეამცირეთ (ეს ნახევარ ჩაის კოვზზე ოდნავ მეტია).
მკაცრად იკრძალება: სუნელები, ხორცის ნახარში, შემწვარი და შებოლილი ხორცი, შემწვარი თევზი, თევზის წვნიანი, თევზის კონსერვი, სოკო, ლებნიანი კულტურები (ლობიო), ისპანახი, ყავა, კაკაო, შოკოლადი, ალკოჰოლიანი სასმელი. პოდაგრას მკურნალობენ კოლხიცინის შემცველი პრეპარატებით და ალოპურინოლით.
მწვავე შეტევის მოსახსნელად, აგრეთვე - მისი პროფილაქტიკისთვის ინიშნება ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული პრეპარატები. გარდა ამისა უნდა გითხრათ, რომ ფეხის დიდ თითზე ძვლოვანი წანაზარდის გაჩენის მიზეზს წარმოადგენს წონასწორობის დარღვევა ქუსლსა და ფეხის პირველსა და მეხუთე თითების ძვლებს შორის. ამ დროს ძირითადი დატვირთვა გადადის ფეხის დიდ თითზე. ძვლის დეფორმაცია აღენიშნებათ მათ, ვისაც გვარში ასეთი პრობლემა ჰქონდა, მაგრამ შეიძლება ეს მდგომარეობა გაღრმავდეს ვიწროცხვირიანი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმილის ტარებით. უნდა ჩაიცვათ მოხერხებული და რბილი ფეხსაცმელი. ეფექტურია მასაჟი, ფიზიოთერაპია და ვარჯიშები.
მაგალითად ასეთი:
>ფეხის ტერფის ჯერ ერთ, მერე მეორე მხარეს ტრიალი;
>წვივ-ტერფის სახსარში ფეხის მოხრა-გაშლა;
>ტერფის შიგნით მოზიდვა და გარეთ განზიდვა;
>ფეხის თითების მოხრა-გაშლა;
>ფეხის დიდი თითით დაიჭირეთ ნაჭერი ან ფანქარი, აწიეთ ის და დადეთ იატაკზე;
>ფეხების დიდ თითებზე ჩამოიცვით დიდი რეზინა და გაჭიმეთ იგი ყველა მხარეს.
შეიძლება წანაზარდის გაჩენა განპირობებული იყოს ბრტყელტერფიანობით, მაშინ აუცილებელია სპეციალური სუპინატორის ტარება. თუ პროცესი ძალიან შორსაა წასული და ავადმყოფს ტკივილებიც აწუხებს, მაშინ მიმართავენ ოპერაციულ ჩარევას.
მედიცინის სიახლეებიდან: გაზიანი სასმელები და პოდაგრა მეცნიერებმა მრავალწლიანი კვლევის შედეგად დაასკვნეს, რომ ტკბილი გაზიანი სასმელების უხვი სმა პოდაგრის განვითარების ალბათობას ზრდის. მათი აზრით, დაავადების განვითარებას ხელს უწყობს ფრუქტოზა, რომელსაც გამაგრილებელი სასმელები შეიცავს. პოდაგრული ართრიტი ანუ პოდაგრა ანთებითი დაავადებაა, რომე-ლსაც სახსრებში შარდმჟავა მარილების ჩალაგება იწვევს. პოდაგრა უმეტესად ფეხის თითებს აზიანებს. მის განვითარებაში გარკვეულ როლს ასრულებს მემკვიდრეობა, ჭარბი კვება, ერთგვაროვანი რაციონი, რომელიც უმთავრესად ხორციანი კერძებისგან შედგება, ალკოჰოლიანი სასმელების (განსაკუთრებით - ლუდის და ღვინის) უხვი სმა, ცხოვრების ჰიპოდინამიური რეჟიმი. არცთუ იშვიათად დაავადება თირკმლის უკმარისობისა და სისხლის დაავადებების ფონზე ვითარდება.
წინათ პოდაგრა არისტოკრატების დაავადებად მიიჩნეოდა, დღეს კი ის სხვადასხვა სოციალურ წრეშია გავრცელებული. ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში აშშ-ში პოდაგრით ავადობამ ორჯერ და უფრო მეტად მოიმატა. ავადობის მატება დაემთხვა გაზიანი სასმელების მოხმარების მატებას და როგორც გამოკვლევის შედეგები ადასტურებს, ეს კავშირი შემთხვევითი არ არის. გამოკვლევაში მონაწილეობა მიიღო 46 ათასმა ამერიკელმა მამაკაცმა (ექიმებმა, ვეტერინარებმა, სანიტრებმა და ფარმაცევტებმა), რომლებსაც ადრე პოდაგრა არ ჰქონიათ. 12 წლის განმავლობაში მკვლევარები რეგულარულად აკვირდებოდნენ მათი ცხოვრების წესს, კვების რეჟიმსა და დიეტურ ჩვევებს. ამ ხნის მანძილზე პოდაგრის შეტევები 755 ადამიანს გამოაჩნდა.
მეცნიერთა დასკვნით, პოდაგრის განვითარების რისკს პირდაპირი კავშირი აქვს გაზიანი სასმელის მოხმარებასთან და დამოკიდებული არ არის სხეულის მასაზე, ალკოჰოლის მიღებასა თუ დიეტის სხვა თავისებურებებზე. მამაკაცებს, რომლებიც დღეში 2 ქილა გაზიან სასმელს მაინც სვამდნენ, პოდაგრის შეტევები 85%-ით უფრო ხშირად ემართებოდათ, ვიდრე მათ, ვინც გაზიან სასმელს თვეში მხოლოდ ერთხელ სვამდა. ყოველდღიურად ერთი ულუფა გაზიანი სასმლის მიღება პოდაგრის რისკს 45%-ით ზრდიდა. მეცნიერები ამ კანონზომიერების მიზეზად მიიჩნევენ ფრუქტოზას, რომელსაც გაზიანი სასმელების წარმოებისას იყენებენ. ცნობილია, რომ ამ ნახშირწყლის ორგანიზმში მოხვედრისას სისხლში იმატებს შარდმჟავა მარილების ოდენობა.
ჩვენთან რედაქციაში შემოდის წერილები, სადაც ადამიანები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას სხვადასახვა დაავადების ხალხური მეთოდებით მკურნალობაზე, გთავაზობთ წერილს, რომელიც პოდაგრის დროს განვითარებლი ტკივილის დაძლევაში დაეხმარა ჩვენ მკითხველს:
პოდაგრული ტკივილი ძველებური წამლით დავამარცხე 40 წლისას პოდაგრა დამემართა. ტკივილები ისე მტანჯავდა, სიცოცხლე აღარ მინდოდა. ეს რეცეპტი ერთ ძველ წიგნში ამოვიკითხე და სული მოვითქვი. აიღეთ ნაღების უმარილო კარაქი (უკეთესია, თუ შინაური იქნება) და სპირტი პროპორციით 1:1. კარაქი გააცხელეთ, ვიდრე ქაფი არ გაუჩნდება, გადმოდგით ცეცხ-ლიდან, მაშინვე ჩაასხით მასში სპირტი და მოუკიდეთ ცეცხლი. ალი მაღალი იქნება, ამიტომ ფრთხილად უნდა იყოთ და სახე მოარიდოთ. როცა ალი ჩაქრება, მალამოც მზად იქნება. გადაიღეთ იგი მინის ქილაში და მაცივარში შედგით. მალამოს მომზადება შესაძლებელია ტაფაზეც და პატარა ქვაბშიც. თავდაპირველად საცდელად ცოტაოდენი მალამო მოამზადეთ, მაგალითად, აიღეთ 1 სუფრის კოვზი კარაქი და 1 სუფრის კოვზი სპირტი. მალამო სახსარში თბილ ოთახში უნდა შეიზილოთ, თუ შესაძლებელია - ღუმელთან ახლოს. შეხვევა საჭირო არ არის. ახლა 63 წლის ვარ და 20 წელია, ტკივილი რა არის, არ ვიცი.
კითხვას პასუხობს კლინიკა ჰეალაინის ექიმი რევმატოლოგი - თამარ გოგილაშვილი
კომენტარები
06 მაისი 2017 23:43
გაღიზიანებული მაქვს პოდაგრა. შეწითლებული, შეშუპებული, მაქვს ძლიერი ტკივილები. ასევე შესიებულია მთელი ყერფი. ჩემი სამსახური მოითხოვს ძირითადად ფეხზე დგომას, ვარ 60 წლის. მირჩიეთ რა გზას მივმართო მდგომარწობის შესამსუბუქებლად
01 ივნისი 2014 13:34
აუ პოდაგრას ოპერაციიის პასი მაინტერესებს
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად