2-3 კვირის ორსულს მომეშალა მუცელი. მუცლის მოშლიდან... | ორსულობა - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ნოემბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ორსულობა

კატეგორია - ორსულობა

15-06-2012

-2-3 კვირის ორსულს მომეშალა მუცელი. მუცლის მოშლიდან რამდენ ხანში შეიძლება ისევ დაორსულება?

პასუხი
-დაახლოებით 6 თვე მაინც უნდა გავიდეს, რათა ორგანიზმმა თავისი პირვანდელი მდგომარეობა აღიდგინოს. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ადრეულ ვადაზე მუცლის მოშლის დროს სასურველია და აუცილებელიც თქვენც და მეუღლემაც ჩაიტაროთ სრულფასოვანი გამოკვლევა (მიზეზის დასადგენად) და ორსულობის განვითარებისთანავე მიმართოთ გინეკოლოგს და მთელი ორსულობის პერიოდში იყოთ გინეკოლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
ადრეულ ასაკში მუცლის მოშლის ყველაზე მეტად გავრცელებულ 10 მიზეზს ჩამოგითვლით:
1. ქრომოსომული პრობლემები მუცლის ადრეული (12 კვირამდე) მოშლის მიზეზების დაახლოებით ნახევარი ნაყოფის ქრომოსომული პრობლემებით არის განპირობებული. ნაყოფის ასეთი ქრომოსომული პრობლემების უმეტესობა მემკვიდრული ხასიათის არ არის, ანუ მშობლებისგან მემკვიდრეობით კი არ არის მიღებული, არამედ სპონტანურად ყალიბდება მაშინ, როცა ჯანმრთელი დედისეული და ჯანმრთელი მამისეული სასქესო უჯრედების შერწყმის შედეგად განაყოფიერებული კვერცხუჯრედი იწყებს დაყოფას. ასეთ შემთხვევაში ორსულობის შენარჩუნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
2. ჰორმონალური დარღვევები ქალის ორგანიზმში. ადრეულ ასაკში მუცლის მოშლის მიზეზი შეიძლება გახდეს პროჟესტერონის უკმარისობა. თუ ეს დროულად იქნა აღმოჩენილი, მაშინ წამლების დახმარებით შესაძლებელი გახდება ორსულობის შენარჩუნება. ქალებში მამაკაცის ჰორმონის (ანდროგენების) სიჭარბემაც შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ადრეულ ვადაზე მუცლის მოშლა, რადგან მამაკაცის ჰორმონი თრგუნავს ესტროგენისა და პროჟესტერონის გამომუშავებას. ორსულობის განვითარებაზე ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონებიც მოქმედებს და აქედან გამომდინარე ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქციაც შეიძლება გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი.
3. იმუნოლოგიური მიზეზი. როგორც წესი, ამას ადგილი აქვს რეზუს-კონფლიქტის დროს. თუ ემბრიონი იმემკვიდრებს მამისგან დადებით რეზუსს, მაშინ რეზუს-უარყოფითი სისხლის მქონე დედის ორგანიზმი უცხო სხეულად აღიქვამს ემბრიონს და ხდება თვითნებური აბორტი. მაგრამ ეს პრობლემა მოგვარებადია თუ წინასწარ იქნება ცნობილი, რომ ორსულს აქვს უარყოფითი რეზუსი.
4. სექსობრივი გზით გადამდები ინფექციები ტრიქომონიაზი, ტოქსოპლაზმოზი, სიფილისი, ქლამიდია, გონორეა, ჰერპეს (თუ პირველად ორსულობის დროს მოხდა ინფიცირება) და ციტომეგალოვირუსები აზიანებენ ნაყოფის გარსს, რასაც მუცლის მოშლა მოჰყვება.
5. შინაგანი ორგანოების ინფექციური და ანთებითი დაავადებები. მუცლის მოშლის მიზეზი შეიძლება გახდეს ყველა დაავადება, რომელიც მიმდინარეობს ინოქსიკაციითა და ტემპერატურის 38 გრადუსამდე აწევით. ამ დაავადებებიდან ყველაზე საშიშია: წითურა, ვირუსული ჰეპატიტი, გრიპი, პნევმონია და სხვა.
6. ადრე გაკეთებული აბორტი. აბორტს შეიძლება ისეთი გართულებები მოჰყვეს, რამაც ქალის უშვილობა და მუცლის ნაადრევი მოშლა განაპირობოს.
7. წამლები და სამკურნალო მცენარეები. ორსულობის პირველ ტრიმესტრში სასურველია წამლების მიღებისგან თავის შეკავება, რადგან საკმაოდ ბევრ მათგანს შეუძლია ნაყოფის განვითარების მანკის ფორმირება. მაგალითად, ნარკოტიკული ანალგეტიკები ან ჰორმონალური კონტრაცეფტივები ხშირად ხდება მუცლის მოშლის მიზეზი. ასევე სიფრთხილე უნდა გამოიჩინოს ორსულმა ბალახეული ნახარშების მიღებისას.
8. სტრესი და ხანგრძლივი ფსიქიკური გადაღლა შეიძლება გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი.
9. ცხოვრების არაჯანსაღი წესი- ალკოჰოლისა და ნარკოტიკების მიღება, სიგარეტის მოხმარება, ყავის რეგულარულად მიღება, არასწორი და არასრულფასოვანი კვება შეიძლება გახდეს მუცლის მოშლის მიზეზი.
10. დაცემას, სიმძიმის აწევას, სქესობრივ ურთიერთობებს, იშვიათად, მაგრამ ზოგჯერ მაინც შეიძლება მოჰყვეს მუცლის მოშლა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
11 ივნისი 2018 02:01
გამარჯობათ , რამდენჯერაც ტესტი გავიკეთე მენსტუაციის შემდეგ იმდენჯერ უარყოფითი მიჩვენა , მაგრამ მაქვს მწვავე ტკივილები ქვევით . მენსტრუაციაც არ მომდიის თითქმის მე-10 დღე გადამიცდა , მაქ ცოტაოდენი სისხლდენაა და მაინტერესებს შესაძლოა თუ არა ვიყო ორსულად ან თუ არის საშიშროება იმისი რომ ტესტი ცდებოდეს ან მუცლის მოშლის ფაქტორები იყოს?
04 მარტი 2018 18:39
Gamarjobat,maqvs 4 gdis gadacdena,gavikete testi 2 jer,testkasetit,da michvena mkrtalad dadebiti,shuqze rom davijerdi garkvevit chanda,magram dges dilit damewyo tkivili da yavisprad chamonadeni,shigadashig sixlic,sheidzleba rom ar vyopiliyavi da tests echvenebina maiinc,an ariis es simptomebi muclis moshlis,?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
შაქარი და ცხიმები წარმოადგენს ძირითად საწვავს, რომელიც კვებავს სხეულის თითოეულ უჯრედს.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად