მოგესალმებით. მაქვს კბილების პრობლემა,მგრზნობელობა... | სტომატოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სტომატოლოგია

კატეგორია - სტომატოლოგია

15-06-2012

-მოგესალმებით. მაქვს კბილების პრობლემა,მგრზნობელობა მაქ საშინლად აწეული რამოდენიმე კბილზე,რა შეიძლება გამოვივლო ან რას მირჩევთ.ძალიან დიდი მადლობა წინასწარ

პასუხი
-კბილის მომატებულ მგრძნობელობას ერთი მიზეზი არ აქვს, საჭიროა მიზეზის დადგენა იმისთვის რომ პრობლემა მოგვარდეს, ამიტომ საჭიროა კვალიფიციურ სტომატოლოგთან ვიზიტი; მტკივნეული შეგრძნებები მიუთითებს, რომ ან მინანქარში გაჩნდა დეფექტი (კარიესი), ან შესაძლოა ვითარდება პაროდონტის დაავადება.
თუ კბილის კარიესული დაზიანება ან ღრძილების დაავადება არ აგეღნიშნებათ, ზოგჯერ ისეც ხდება, რომ მიუხედავად კბილი ქსოვილის სიჯანსაღისა, იგი მაინც მწვავედ რეაგირებს ცივზე და ცხელზე. ჩვეულებრივ ამის მიზეზია მცირე ბზარები მინანქარში, რომელსაც იწვევს ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, მაგალითად ცხელი ჩაის შემდეგ ცივი წყლის დაყოლების ჩვევა. კბილის ხშირი - დღეში 4-ჯერ და უფრო მეტჯერ - ხეხვა, არასწორად შერჩეული სიხისტის ჯაგრისისა და აბრაზიული კბილის პასტის გამოყენება ხშირად ხელს უწყობს მომატებული მგრძნობელობის (ჰიპერესთეზიის) განვითარებას.
არსებობს ე.წ არაკარიესული ტიპის დაზიანება – ჯაგრისისმიერი ცვეთა. იგი უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც მეტისმეტად ხშირად და არასწორად, უხეში ჯაგრისით იხეხავენ კბილებს.
ასე რომ, საჭიროა სტომატოლოგთან ვიზიტი, რათა შერჩიოთ კბილის პასტა და ჯაგრისი. კბილების მომატებული მგრძნობელობისას უმჯობესია გამოყენოთ რბილი ჯაგრისი, მაგრამ ამასთანავე უნდა შეასრულოთ უფრო მეტი წმენდითი მოძრაობა. მოერიდეთ ჰორიზონტალურ მოძრაობებს. ისინი ატრავმირებენ მინანქარს. ვერტიკალური მოძრაობები მიმართული უნდა იყოს კბილის ყელიდან კიდისკენ.
მომატებული მგრძნობელობისას რეკომენდებულია სპეციალური ფთორშემცველი კბილის პასტებისა და სავლები ხსნარების გამოყენება, ფთორ-ლაქით კბილების დაფარვა, ელექტროფორეზი.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად