.ვარ 21წლის.გათხოვილი არ ვარ. მენსტრუაციის მოსვლის... | გინეკოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - გინეკოლოგია

კატეგორია - გინეკოლოგია

12-06-2012

-გამარჯობა.ვარ 21წლის.გათხოვილი არ ვარ. მენსტრუაციის მოსვლის პირველ დღეს მაქვს საშინელი ტკივილი,ძირითადად მტკივა წელი,ამ დროს სიარულიც კი მიჭირს,წამალი (კეტონალი,ციტრამონი) თუ არ დავლიე თავისით არ გადამივლის.მენსტრუაციის მოსვლის პირველ დღეს მემერთება ასე.თან მიჩნდება სახეზე მცირედ გამონაყარიც.რამდენადაც ვიცი ქალების უმრავლესობას აქვს მენსტრუაციის მოსვლის პირველ დღეს ტკივილები და გამონაყარიც, მაინტერესებს რამდენად ნორმალურია და თუ არა მაშინ რისი ბრალი შეიძლება იყოს ასეთი ძლიერი ტკიილი?

პასუხი
-პრემენსტრუალური სინდრომი პათოლოგიურ სიმპტომთა კომპლექსია, რომელიც ვლინდება ნეიროფსიქიკური, ვეგეტატიურ-სისხლძარღვოვანი, ენდოკრინული და ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მენსტრუალური ციკლის მეორე ფაზაში. ძირითადად გამოყოფენ პრემენსტრუალური სინდრომის 4 ფორმას: ნეიროფსიქიკურს, შეშუპებითს, ცეფალურსა და კრიზულს.
ნეიროფსიქიკურ სინდრომს ახასიათებს ემოციური ლაბილობა, გაღიზიანება, უძილობა, აგრესია, აპათია, სისუსტე, ადვილად დაღლა, მეხსიერების დაქვეითება, სექსუალური დარღვევები, შიშის შეგრძნება, თავის ტკივილი, თავბრუხვევა, სარძევე ჯირკვლების ტკივილი, მუცლის შებერილობა.
შეშუპებითი ფორმისთვის დამახასიათებელია სახის, ტერფის, ხელის თითების შეშუპება, მასტოდინია, კანზე გამონაყარი, ქავილი, წონის მატება, შეკრულობა, სახსრებისა და თავის ტკივილი, გაღიზიანებადობა.
ცეფალური ფორმისთვის ნიშნეულია თავის ტკივილი, გულისრევა და ღებინება, თავბრუხვევა, ტკივილი გულის არეში, უძილობა.
კრიზულ ფორმას ახასიათებს არტერიული წნევის მომატება, ტაქიკარდია, ტკივილები გულის არეში (ეკგ-ზე ცვლილებები არ აისახება). შეტევები ხშირად მთავრდება დიდი რაოდენობით შარდის გამოყოფით. როგორც წესი, კრიზი აღმოცენდება გადაღლილობის ან სტრესის ფონზე.
დიაგნოსტიკის ობიექტური მეთოდები არ არსებობს.
მკურნალობა მოიცავს ფსიქოთერაპიას, ჰორმონთერაპიას, სედაციურ, ანტიჰისტამინურ და ჰომეოპათიურ, შარდმდენ არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო და სხვა საშუალებებს.
აღინიშნება 16-20 წლის ასაკში და 35 წლის შემდეგ. რეკომენდებულია პერიოდულად მკურნალობა გინეკოლოგის დანიშნულებით, ზოგადი გამაჯანსაღებელი ღინისძიებები – ვარჯიში, ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერი.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
09 დეკემბერი 2014 13:33
ვარ დაახლოებით 4-5 კვირის ორსული. ტკივილები მაქვს წელის არეში,ეხლა გავცივდი კიდეც,მაქვს სიცხეები, წელის ტკივილი მომემატა, მტკივა ყელი,საერთოდ მამტვრევს მთელ სხეულში. რა პრეპარატებით შეიძლება ვიმკურნალო რომ მალე გამოვჯანმრთელდე და ნაყოფიც არ დავაზიანო?
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად