არსებობს თუ არა რაიმე საშუალება კატის ბეწვის ცვენა... | ვეტერინარია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აპრილი 2021

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ვეტერინარია

კატეგორია - ვეტერინარია

10-06-2012

-არსებობს თუ არა რაიმე საშუალება კატის ბეწვის ცვენა რომ შეაჩეროს? დედიკამენტები ან რამე ხსნარები და კატის სავარცხელზე რას მეტყვით? გმადლობთ.

პასუხი
-ბეწვის ცევნის დროს მკურნალობის აუცილებლობა და სამკურნალო საშუალებების შერჩევა დამოკიდებულია ცვენის მიზეზზე. მიზეზი კი ბევრო რამ შეიძლება იყოს.
ცხოველებში ბეწვის ცვენას მრავალი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.  იგი შეიძლება გამოიწვიოს არასწორმა კვებამ. ზოგიერთი ვიტამინსა და მინერალის უკმარისობა იწვევს თმის ბოლქვების დაზიანებას, რის გამოც  ბეწვი ვარდება ბოლქვიდან ანუ ძირიდან და ვითარდება  თმის ცვენა.
ბეწვის ცვენის მიზეზი შეიძლება გახდეს კანის პარაზიტები (ბეწვიჭამია და ბუმბულიჭამია ტკიპები), ამ დროს ქავილიცაა დამახასიათებელი.  ასევე სოკოც იწვევს ბეწვის ცვენას, კერძოდ კი _  მიკოსპოროზი, ტრიქოფიტოზი და მკრეჭავი მუნი. ამ დროს ბეწვი ცხოველებს სცვივათ მხოლოდ განსაზღვრულ (სოკოთი ინფიცირებულ)  ადგილებში.
ბეწვის ცვენა ხდება ალერგიული რექციების დროსაც (ქავილი და აქერცვლაც ახასიათებს). შინაური ცხოველის არასწორი და ჭარბი კვების შემთხვევაში, მითუმეტეს თუ ეს საკვები არ არის მისი კუჭ-ნაწლავის ტრაქტისთვის განკუთვნილი, სისხლში ხდება ალერგენის დაგროვება  და დასუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში  ეს იწვევს ბეწვის ცვენას. დასუსტებული იმუნიტეტის შემთხვევაში თავისთავადაც აღენიშნებათ ხოლმე ცხოველებს ბეწვის ცვენა (თქვენ ძაღლს ლეიშმანიოზის გადატანის შემდეგ ალბათ იმუნიტეტი ჯერ არ ექნება სათანადოდ მომძლავრებული). ბაწვის ცვენის მიზეზი ჰორმონალური დარღვევებიც შეიძლება იყოს.
ბეწვის ცვენას შეიძლება ჰქონდეს ფიზიოლოგიური  ხასიათი, ეს ხდება წელიწადში ორჯერ  (ადრე გაზაფხულზე და გვიან შემოდგომაზე), მაგრამ ამ დროს ქავილსა და კანის აქერცვლას არ აქვს ადგილი. სეზონური ცვენა გრძელდება ერთ თვენდე, მაგრამ თუ არ ხდება კატის ბეწვის მოვლა, მის სწორი კვება, თუ ტემპერატურული რეჟიმი მკვეთრად ირღვევა  და ა.შ. შეიძლება 6 თავემდეც კი გახანგრძლოვდეს
კომენტარები
16 მაისი 2020 13:42
გამარჯობათ. აი ასეთი კითხვა მაქვს რისი ჭამა შეიძლება კატებისთვის. სახლის პირობებში. ან რა უნდა ვაჭამოთ კატას სახლის პირობებში. მყავს კატა ჯერ კორმი არ გაუსინჯავს. ხოდა მსურს ვუყიდო და შეჭამას. რომ ვუყიდო. წინასწარ მადლობა
03 ნოემბერი 2016 22:11
კატებმა დამიზიანეს მანქანა ეზოში,ადიან და ფხაჭნიან მანქანას,ასვე შედიან ძრავში ქვემოდან და დაქოქვის დროს იჭყლიტებიან,რას მირჩევთ როგორ გადავაჩვიო და საერთოდ რას ვერ იტანენ,რომ დავდო და ახლოს არ მიეკარონ!
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
2020 წელს არაერთი კვლევა ჩატარდა და დადგინდა, რომ ზოგიერთი პრობიოტიკი, სასარგებლო ბაქტერია, ორგანიზმს წონის კლებაში ეხმარება.
გერმანიის რისკების შემფასებელმა ფედერალურმა ინსტიტუტმა გაანალიზა 36 ვეგანისა და 36 პირის (იღებდნენ შერეულ საკვებს) ძვლების მდგომარეობა.
ბირმინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები, სტრესის გადატანისას, გვირჩევენ კაკაოს დალევას
„სმარტფარმთან“ ინეტერვიუში ალერგიულ რინიტზე საუბრობს ბაია ბეზარაშვილი - ალერგოლოგ-იმუნოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.
ისრაელში მასობრივი ვაქცინაცია დეკემბრის ბოლოდან დაიწყო. ვნახოთ, რა გვაჩვენა
Los Angeles Lakers-ის ერთ-ერთი მფლობელი, ექიმი პატრიკ სუნ-შიონგი მუშაობს კორონავირუსის საწინააღმდეგო ორალურ ვაქცინაზე,
ზოგიერთი პროდუქტი, რომელზეც არის ობის სოკო, განსაკუთრებით საშიშია.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად