ვარ 31 წლის მწეველი და ხშირად მსმელი მამაკაცი,გავი... | პულმონოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პულმონოლოგია

კატეგორია - პულმონოლოგია

08-06-2012

-გამარჯობათ,ვარ 31 წლის მწეველი და ხშირად მსმელი მამაკაცი,გავიკეთე გულმკერდის რენტგენოგრაფია,ასეთი პასუხი დამიწერეს: პულმო-გულმკერდის ღრუ დეფორმაციის გარეშე,ფილტვის სურათი გაძლიერებულია.მარჯვნის მე-6 სეგმენტის საპროექციო არეში ისახება 7მმ ზომის მკაფიოკონტურიანი ჰომოგენური კვანძი,პარავერტებრალურ ხაზზე ქვემო წილში ისახება 20მმ ზომის შედარებით არამკაფიოკონტურების დაჩრდილვა,გარშემო ფილტვის ქსოვილი უცვლელი.მარცხნის კეროვანი დაზიანებები არ ვლინდება.ჰილუსები სტრუქტურული,სინუსები თავისუფალი,რეკომენდირებულია გულმკერდის CT. რას ნიშნავს ჰომოგენური კვანძი და რამდენად საშიშია?და ეს დაჩრდილვა რას ნიშნავს?

პასუხი
პასუხობს სამედიცინო ცენტრი “Geoswiss”-ის ექიმი-რადიოლოგი და დიაგნოსტიკური ცენტრი  “Cito”-ს ექიმი –კონსულტანტი რენტგენოლოგიაში  ნინო ლაშხია

-გამარჯობათ! მარჯვნივ VI სეგმენტში არსებული კერა შესაძლოა იყოს განივ ჭრილში მოხვედრილი სისხლძარღვი (კალიბრის დიამეტრის მიხედვით). რაც შეეხება ქვემო წილში არსებულ კერას- არასრულად აღწერილია, შესაძლოა გადატანილი ანთებითი ინფილტრაციის შემდგომი ნარჩენი მოვლენების არსებობა, შესაძლოა ჰიპოვენტილაციის კერის და ბრონქებში ნახველის არსებობა. ასეთ სიტუაციაში აუცილებელია მარჯვენა გვერდითა პროექციაში რენტგენოგრაფიის ჩატარება და ორ კვირაში დინამიკის ნახვა. სურათის აღწერილობისას სასურველია კლინიკური მოკლე ანამნეზის მოყოლებაც-რას უჩივით, რატომ ჩაიტარეთ ესა თუ ის გამოკვლევა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ჰალვა, საზოგადოდ, აღმოსავლური ნუგბარის ერთ-ერთი სახეობაა,
ძვალი, როგორც ორგანო, მეტად მრავალფეროვან და სასიცოცხლოდ აუცილებელ ფუნქციებს ასრულებს:
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად