მკურნალი...ჩემი პატარა არის 5 თვის და 2 კვირის,ბო... | ბავშვის კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - ბავშვის კვება

კატეგორია - ბავშვის კვება

08-06-2012

-გამარჯობა მკურნალი...ჩემი პატარა არის 5 თვის და 2 კვირის,ბოლო დროს შეკრულია კუჭში.ვაჭმევდი გრეჩიხის ფაფას და შეიძლება ქლიავის ფაფაზე რომ გადავიყვანო?ან თვითონ ქლიავის წვენი თუ შეიძლება რომ მივცე,მითხრეს კარგიაო.ისე დამატებით ვაძლევ ბოსტნეულის პიურეს,ჭარხალი,ატაფილო,კარტოფილი....კიდე ვაშლს და ბანანს....მადლობა დიდი...

პასუხი
-ზოგადად , 5თვის ასაკში დედის რძე ან ადაპტირებული რძის ნარევი რჩება პატარას ძირითად საკვებად, ამას გარდა აუცილებელია, რომ მან საკმარისი რაოდენობით მიიღოს ვიტამინები, განსაკუთრებით B და C. ბავშვს უკვე შეგიძლიათ დაუმატოთ ხილის წვენები და ხილი-ბოსტნეულის პიურე. დასაწყისში ხილ-ბოსტნეულის პიურე მიეცით 1-2 ჩაის კოვზის ოდენობით, შემდეგ კი გაუზარდეთ 140-150 გრამამდე.
რაც შეეხება წვენებს, მან უნდა მიიღოს იგი 20 მლ-მდე დღეში, შემდეგ შეგიძლიათ ცალ-ცალკე მისცეთ ხილის პურე და ცალკე ბოსტნეულის.
მისი მენიუ ასე უნდა გამოიყურებოდეს: 6.00-7.00 _ ადაპტირებული რძის საკვები. 10.00-10.30 _ 150 გრამი ბოსტნეულის პიურე, 30 გრამი ფაფა, ან ხაჭო, ნახევარი მოხაშული კვერცხის გული. 14.00 – ადაპტირებული რძის ნარევი. 17.00-18.00 150 გრამი ფაფა, 30 გრამი ხილის წვენი. 21.00-22.00 ადაპტირებული რძის ნარევი.
პატარას შეგიძლიათ ახალი ხილი თანდათან და ნელა გაასინჯოთ, ოღონდ გირჩევთ მარწყვისა და ბალის მიცემისგან წლამდე თავი შეიკავოთ, მიეცით ალუჩის წვენი, ალუბალი, შავი ქლიავი და გარგარი, ატამი, ჭერამი (კუჭის მოქმედების ხელშემწყობი) (ახალგამოწურული წვენი უნდა განაზაოთ წყლით, თანაფარდობით 1:1); ინფორმაციისთვის!
ამასთან მეცნიერებმა დაადგინეს, რომ თუ ბავშვს წვენი ეძლევა 6 თვეზე ადრე, ამ შემთხვევაში წვენი აღიზიანებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტს, კერძოდ, ხდება საჭმლის მონელების დარღვევა (ამოქაფება, კოლიკები, დიარეა და მუცლის ტკივილი) და ვლინდება ალერგიული რეაქციები. თუ ბავშვს, რომელსაც უკვე ამოჭრილი აქვს პირველი კბილები, მივცემთ წვენს კვებათაშორის შუალედში, იზრდება კარიესის განვითარების რისკი. ბოლო მონაცემების მიხედვით, კარიესი ვითარდება არა მხოლოდ ტკბილი საკვების მიღებისას, არამედ საკვების ხშირი მიღების შედეგადაც.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად