. 10 დღის წინ ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად. მადევს ნაკ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

07-06-2012

-გამარჯობათ. 10 დღის წინ ვიმშობიარე ფიზიოლოგიურად. მადევს ნაკერები. დღემდე მაქვს ყაბზობასთან დაკავშირებული ძლიერი პრობლემები, გარდა ამისა წელის ტკივილები, ისე რომ ფეხი ვერ გავმართე და დღემდე ვკოჭლობ. არის თუ არა ჩემს მდგომარეობაში ეს ნორმალური და რით შეიძლება ყაბზობის პრობლემის მოხსნა. პირველივე დღიდან ვიკვებები ნორმალურად ( ვხელმძღვანელობ თქვენი სტატიით "რა რგებს და რა ვნებს ორსულებსა და მეძუძურ დედებს"). რას მირჩევდით? წინასწარ დიდი მადლობა.

პასუხი
-კითხვაზე პასუხისათვის გთავაზობთ ნაწყვეტს თინათინ ქორიძის სტატიიდან: მეძუძური ქალის კვება
მეძუძური ქალის რაციონი ზომიერი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ცილოვან ნივთიერებებს. ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად (ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ნადუღი, რძე, მაწონი) აუცილებელია მცენარეულიც (ლობიო, ბარდა, კარტოფილი), მაგრამ ზომიერი ოდენობით. მეძუძურმა ქალმა დღეში 4-5-ჯერ უნდა ჭამოს. დღის პირველ ნახევარში (საუზმე, სადილი) კალორიული საკვები უნდა მიირთვას, მეორე ნახევარში კი - შედარებით მსუბუქი. ნავახშმევს სასურველია მაწვნის მიღება. მეძუძურმა დედამ ღამით 8 საათი მაინც უნდა იძინოს, ხოლო დღისით 1-2 საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე ჩვილთან ერთად. მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი);
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა). აუცილებელია ისეთი სურსათის შეზღუდვა, რომელიც ძნელად მოსანელებელია და არც ბავშვისთვის არის სასურველი. ასეთია ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის), დიდი ოდენობით ცხიმი, ტკბილეული, ცხარე და მჟავე საკვები.
თუ მეძუძურ დედას კუჭ-ნაწლავის შეკრულობა ან აშლილობა აღენიშნება, ჩვილსაც აუცილებლად იგივე პრობლემა შეაწუხებს, ამიტომ ფერმენტებითა და პრობიოტიკებით მკურნალობა დედასაც და ჩვილსაც ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს. დასკვნის სახით, მოიწესრიგეთ რაციონი - შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური.
ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს.
ძალიან კარგ შედეგს იძლევა ფიზიკური ვარჯიში, განსაკუთრებით - მუცლის პრესის ვარჯიში (თუმცა თქვენს შემთხვევაში, წელის ტკივილის გამო, ამ ეტაპზე ამის შესრულება შეუძლებელი იქნება). შეკრულობისა შეგიძლიათ გამოიყენოთ ბაბუაწვერას ფესვები:
1 ჩაის კოვზ ბაბუაწვერას ფესვს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 1 სთ თბილად, გაწურეთ და მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში ჭამამდე ნახევარი სთ-ით ადრე. ფიტოთერაპევტები ყაბზობის სამკურნალოდ გვთავაზობენ ასეთ რეცეპტს:
კარტოფილის ახალგამოწურულ წვენს დაასხით იმავე რაოდენობით წყალი. სვით ეს ნარევი 1/4 ჭიქა 3-ჯერ დღეში, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
მედიკამენტებიდან მეძუძურთათვის დასაშვებია დუფალაკი.
რაც შეეხება წელის ტკივილს, უნდა მიმართოთ ნევროლოგს ან ვერტებროლოგს, რათა შეფასდეს ხერხემლის მდგომარეობა.
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ვალენსიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოარკვიეს როგორ მოქმედებს პომიდორი ადამიანის
რკინა ერთ-ერთი სტიმულატორია, რომელსაც შეიცავს ბროწეული, მწვანე ვაშლი, წიწიბურა, შავი პური, პარკოსნები
ამერიკელი ექსპერტები შავი ქლიავის რაციონში ჩართვისკენ მოგვიწოდებენ. მასში მაღალია ანტიოქსიდანტების
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად