შეიძლება თუ არა მეძუძური დედისთვის ხახვიანი სადილე... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

04-06-2012

-შეიძლება თუ არა მეძუძური დედისთვის ხახვიანი სადილების მიღება და კვერცხი?ჩვილი 1 თვისაა

პასუხი
-მეძუძური ქალის კვება
მეძუძური ქალის რაციონი ზომიერი და მრავალფეროვანი უნდა იყოს. მასში მნიშვნელოვანი ადგილი უნდა ეკავოს ცილოვან ნივთიერებებს. ცხოველური წარმოშობის ცილებთან ერთად (ხორცი, თევზი, კვერცხი, ხაჭო, ნადუღი, რძე, მაწონი) აუცილებელია მცენარეულიც (ლობიო, ბარდა, კარტოფილი), მაგრამ ზომიერი ოდენობით. მეძუძურმა ქალმა დღეში 4-5-ჯერ უნდა ჭამოს. დღის პირველ ნახევარში (საუზმე, სადილი) კალორიული საკვები უნდა მიირთვას, მეორე ნახევარში კი - შედარებით მსუბუქი. ნავახშმევს სასურველია მაწვნის მიღება. მეძუძურმა დედამ ღამით 8 საათი მაინც უნდა იძინოს, ხოლო დღისით 1-2 საათი ისეირნოს სუფთა ჰაერზე ჩვილთან ერთად. მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი);
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
ლაქტაციის პერიოდში მეძუძურმა დედამ არ უნდა მიიღოს ალეგიული თვისებების მქონე ხილი და ციტრუსები (ლიმონი, ფორთოხალი, გრეიფრუტი), ატამი, საზამთრო, აგრეთვე ისეთი ხილი, რომელიც იწვევს შებერილობას (მსხალი, ბალი, ხურმა);
აუცილებელია ისეთი სურსათის შეზღუდვა, რომელიც ძნელად მოსანელებელია და არც ბავშვისთვის არის სასურველი. ასეთია ცხიმიანი ხორცი (ღორის, ცხვრის, ბატის, იხვის), დიდი ოდენობით ცხიმი, ტკბილეული, ცხარე და მჟავე საკვები. თუ მეძუძურ დედას კუჭ-ნაწლავის შეკრულობა ან აშლილობა აღენიშნება, ჩვილსაც აუცილებლად იგივე პრობლემა შეაწუხებს, ამიტომ ფერმენტებითა და პრობიოტიკებით მკურნალობა დედასაც და ჩვილსაც ერთდროულად უნდა ჩაუტარდეს.
სწორად ორგანიზებული დღის რეჟიმი, სიმშვიდე, თბილი ოჯახური ატმოსფერო და კვების რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პირობაა ნორმალური ლაქტაციის შენარჩუნებისთვის, რაც, თავის მხრივ, ჩვილის ნორმალური განვითარების საწინდარია.
სასურველია, მეძუძური დედის რაციონიდან მთლიანად გამოირიცხოს მლაშე და ცხიმიანი საკვები, ასევე - შაშხი, კონსერვები, სანელებლები, ხახვი (ცოცხალი სახით), ნიორი (შესაძლოა, რძეს მისცეს სპეციფიკური სუნი).
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ტვინისათვის სასარგებლო ბოსტნეულიდან დიეტოლოგები
ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანის რჩევები - ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალების შესახებ
იოდის დეფიციტი ადამიანის ჯანმრთელობისთვის ძალიან სახიფათოა. იოდის დონის დაქვეითების აღმოსაფხვრელად ექსპერტები
როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს საჭესთან და ფეხით ცოტას დადის, მას შეიძლება ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნას.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად