მაინტერესებს თუ არის სასარგებლო მზესუმზირა,და მოხა... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

იანვარი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
03-06-2012

-მაინტერესებს თუ არის სასარგებლო მზესუმზირა,და მოხალული თუ მოსახალი და თუ სასარგებლოა რისთვის?

პასუხი
-მზესუმზირის თესლები საკმაოდ სასარგებლო პროდუქტია. იგი შეიცავს ცხიმოვანი მჟავებს - სისხლძარღვების გამწმედ საშუალებას. თესლში E ვიტამინია, ამ ვიტამინის სამიზნე კი თავისუფალი რადიკალებია-მთავარი მიზეზი სიმსივნური დაავადებების. თესლის მეოთხედ ნაწილს ცილა წარმოადგენს, რომლის შემადაგენლობაში შედის ყველა შეუცვლელი ამინომჟავა, მათ შორის მეთიონინი-"ცუდი" ქოლესტერინის მტერი. მზესუმზირების ერთ მუჭაში ექვსჯერ მეტი მაგნიუმია, ვიდრე მთელ ჭვავის პურში. ბუნებაში იშვიათი სელენიც არის თესლში; კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, ცინკი, იოდი და რკინაც მზესუმზირაში ორგანიმისთვის იოლად ასათვისებელ ფორმაში არიან.
თესლი, სხვადასხვა ვიტამინების ნაკრებს შეიცავს: C, E, D, B ჯგუფის ვიტამინები. ერთი სიტყვით მზესუმზირა საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა თრომბოზების, ინსულტის და ინფარქტისთვის. ყველაზე სასარგებლოა უმი თესლები დღეში 100გრ ოდენობით. ტემპერატურის მოქმედებით იშლება ვიტამინები, გადაჭარბებული მოხმარება ტვირთავს ღვიძლს, დიდი ხნის განმავლობაში გარჩეულ ფორმაში (ჩენჩოგაცლილ) ნადგურდება ანტიოქსიდანტები, ჩენჩო აფუჭებს კბილების მინანქარს და აბინძურებს ნაწლავებს.
ყველაზე უფრო სასარგებლოა პესტიციდების გარეშე, საკუთარ ნაკვეთზე მოყვანილი მზესუმზირა. მირთმევის წინ კარგად უნდა გარეცხოთ, რადგანაც ხშირად მზესუმზირა დაბინძურებულია სხვადასხვა ნაწლაური პარაზიტებით, მწერებით, ქიმიკატებით, მიკრობებით და ა.შ.
გარეცხილი მზესუმზირა ტაფაზე მოხალეთ, არ დაგავიწყდეთ განუწყვეტლივ მორევა - დამწვარ მზესუმზირაში სარგებელი არ არის.
დიეტოლოგები გვირჩევენ მიუხედავად სასარგებლო თვისებებისა, მზესუმზირასა და გოგრის თესლის ყოველდღიური მიღება ბავშვებისათვის მიზანშეწონილი არ არის. 3 წლიდან შეიძლება ვაჭამოთ კვირაში 1-3-ჯერ არა უმეტეს 50 გრამისა.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დიეტებზე საუბრისას მნიშვნელოვანია ოქროს შუალედის დაცვა. ყველა უკიდურეს ზომას - ცილოვან, ცხიმოვან ან რთულ ნახშირწყლოვან (ფაფები, მაკარონი) დიეტებს
ადამიანები ხშირად ჩივიან, რომ წონას ვერ იკლებენ, მიუხედავად იმისა, რომ დიეტასაც იცავენ,
ჯანსაღ კვებასა და წონის კლებას მჭიდრო კავში­რი აქვს. ოცნებობთ ჭარბი წონის მოშორებაზე,
ვირუსების ნაწილაკები საათობით ინარჩუნებენ აქტივობას მშრალ, თბილ და უმოძრაო ჰაერში
ყველაზე ხანდაზმული ქალი მსოფლიოში, 116 წლის კეინ ტანაკა იაპონიაში, ფუკუოკეში ცხოვრობს.
თმა შედგება ცილისგან (კერატინი) და დამცავი თხელი ფენა კუტიკულისგან. წყლის ზემოქმედების შედეგად თმა ადვილად
საკმარისია ეს 4 ტესტი და მოსაუბრეს გაშლილი წიგნივით წაიკითხავთ - აცხადებენ ტესტის ავტორები.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად