.მე დავსვი კითხვა რომელიც ეხებოდა ჩემი 3წლის ბიჭის... | რჩევები მშობლებს - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ოქტომბერი 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები მშობლებს

კატეგორია - რჩევები მშობლებს

03-06-2012

-გამარჯობათ.მე დავსვი კითხვა რომელიც ეხებოდა ჩემი 3წლის ბიჭის გლანდების ოპერაციას და გამეცით პასუხი რისთვისაც დიდ მადლობას მოგახსენებთ.მაინტერესებს ოპერაციის შემდეგ სისხლის დენა რომ უტყდებათ როგორ უნდა შევამჩნიოთ და ფარული დენა ხომ არ იცის როგორ უნდა გავიგო?როგორ უნდა მოვიქცე რომ სისხლის დენა ავიცდინოთ?ძალიან გთხოვთ მიპასუხოთ 11ივნის გადაგვიტანეს ოპერაცია და იქნებ მანამდე მოახერხოთ პასუხის გამოცდა.ეხლახანს გავიგე რომ თბილისში 5წლის ბავშვი გლენდების ოპერაციის შემდეგ რო გაწერეს სახლში სისხლის დენა აუტყდა და გარდაიცვალაო და ძAლიან შევშინდი.დიდი მადლობა წინასწარ.

პასუხი

-როგორც წესი შემთხვევათა უმრავლესობაში ოპერაციისთვის სწორად მომზადების, ქირურგიული ოპერაციის სწორად განხორციელების და ნუშურა ჯირკვლების მკვებავი ანატომიურად დიდი სისხლძარღვის არარსებობის შემთხვევაში ტონზილქტომიის შემდგომი პერიოდი გართულების გარეშე ჩაივლის. მაგრამ ამ პირობების არსებობის შემთხვევაშიც კი ნაოპერაციები ავადმყოფი საჭიროებს მორიგე მედპერსონალის  უდიდეს  ყურადღებას,  განსაკუთრებით სისხლდენის თვასლსაზრისით. ნაოპერაციები პაციენტი (მშობელიც) უნდა იქნას გაფრთხილებული იმის შესახებ, რომ კი არ გადაყლაპოს  ნერწყვი და სისხლის კოლტები, არამედ გადმოაფურთხოს სპეციალურ პირსახოცში, ამასთან უხეშად არ უნდა მოიწმინდოს ტუჩები (უბრალოდ მიიდოს ტუჩებზე მშრალი პირსახოცი) , წინააღმდეგ შემთხვევაში ტუჩებზე შეიძლება გაჩნდეს გამონაყარი ან ანთების ნიშნები. ოპერაციის შემდეგ პაციენტმა არ უნდა დაიძინოს უახლოესი 6 საათი მაინც, ღამის საათებში ღ 3-4-ჯერ მაინც უნდა ნახოს მედპერსონალმა (თუ მშობელი ადგას თავზე, მაშინ მშობელმაც უნდა მიაქციოს ყურადღება), რათა დარწმუნდეს, რომ არ აქვს ადგილი სისხლდენას.

განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ამ წესების დაცვა ბევშვების შემთხვევაში, რადგან ისინი  ვერ ასრულებენ მედპერსონალის რეკომენდაციებს სრულყოფილად და ძილის პერიოდში სისხლდენის დაწყების შემთხვევაში ყლაპავენ სისხლს. კუჭის სისხლით ავსება ბავშვებში იწვევს ღებინებას, რაც აღვიძებს მათ და ეწყებათ სისხლიანი ღებინება, ზოგჯერ დიდი რაოდენობითაც კი. საშიშროებას წარმოადგენს არა მარტო მასიური სისხლდენა,  არამედ ძილის დროს  სისხლით ასპირაცია (გადაცდება სასულეში)  და ასფიქსია.

დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვის შემთხვევაში ბავშვი ფითრდება, არის მოთენთილი, ასხამს ცივი ოფლი, პულსი სუსტია, არტერიული წნევა კლებულობს, სუნთქვა გახშირებული და ზერელეა, გუგები გაფართოებული აქვს. ბავშვს უძლიერდება წყურვილის შეგრძნება. დიდი რაოდენობით სისხლის დაკარგვა იწვევს სისხლდენის სპონტანურ შეწყვეტას, მაგრამ სისხლდენის ზემოაღნიშნული სიმპტომების ჰემორაგიული შოკის მაუწყებელია და თუ არ მოხდა დაუყონებლივ სამედიცინო ჩარევა, მაშინ  შეიძლება ლეტალურად დასრულდეს. მნიშვნელოვანი სისხლდენის შემთხვევაში შეიძლება პაციენტმა გონება დაკარგოს, დაეწყოს კრუნჩხვები, უნებლიე შარდვა და დეფეკაცია. ეს ნიშნები უკიდურესად მძიმე მდგომარეობაზე მიუთითებს. იშვიათად სისხლდენა შეიძლება განვითარდეს ოპერაციიდან მე-5-მე-8 დღეს, მაგრამ როგორც წესი ამ დროს განვითარებული სისხლდენა არ არის საშიში, მაგრამ მაინც საყუარდღებოა.

კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
ამ სიაში აღმოჩნდა დაბალკალორიული ჩინური კომბოსტო, რომელიც მდიდარია კალციუმით, უჯრედისითა და
გახდომისათვის არაა საჭირო შიმშილი. საკმარისია შევარჩიოთ სწორი პროდუქტი. დიეტის გარეშე, სრულფასოვანი კვების
ხშირად კითხულობენ, ასუქებს თუ არა კარალიოკი ან შეიძლება თუ არა ხურმის ან კარალიოკის ღამით ჭამა.
ხველა ოჯახის ექიმთან მიმართვის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია როგორც მოზრდილებში, ასევე ბავშვებში.
მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ნიორი კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს სისხლის შედგენილობაზე, აფერხებს
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად