.მაინტერესებს სამყურა ბალახის სამკურნალო თვისებები... | სამკურნალო მცენარეები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

ივლისი 2020
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - სამკურნალო მცენარეები
03-06-2012

-გამარჯობათ.მაინტერესებს სამყურა ბალახის სამკურნალო თვისებები.

პასუხი
-სამყურას სამკურნალო თვისებები: სამყურას ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს წარმოადგენს მწარე გლიკოზიდები; მოქმედებენ რა გამაღიზიანებლად ენისა და პირის ლორწოვანის გემოვნების რეცეპტორებზე, რეფლექსურად იწვევენ საჭმლის გადამუშავების გაძლიერებას, მადის სტიმულაციას, კუჭის წვენის სეკრეციის მომატებას, ასევე ნაწლავებისა და კუჭის პერისტალტიკის გაუმჯობესებას. კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა ჯირკვლის სეკრეციის გაძლიერებას, ნაღვლის გამოყოფის სტიმულირებას, გარდა ამისა აქვს ანტისეპტიური თვისებები, ანთების საწინააღმდეგო და სუსტი საფაღარათო მოქმედება.
გამოიყენება შემდეგი დაავადებების დროს: ხველა, ფილტვების ტუბერკულოზი, გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით, ჰემოროიდალური სისხლდენა, ანორექსია, განპირობებული ფუნქციონალური მოშლილობით, ნაღვლის ბუშტისა და ღვიძლის დაავადება (როგორც ნაღველმდენი საშუალება), ქრონიკული ყაბზობისას.
გარეგანი გამოყენება: პაროდონტოზი, გინგივიტი, სტომატიტი, კატარალური ანგინა და ტროფიკული წყლული. ჰომეოპათიაში გამოიყენება გლაუკომის, გაციებითი დაავადებების, მიმდინარე ცხელებით, თავის ტკივილის, ნერვული დაავადების სამკურნალოდ.
ხალხურ მედიცინაში ძირითადად განოიყენება მადის მოსამატებლად, ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს, შაკიკის, გაციების, შეშუპების, მალარიისაა და ზოგიერთი კანის დაავადებების დროს. ასევე ტაქიკარდიისას. სამყურას პრეპარატები გამოიყენება ნახარშის, ნაყენის, ჩაის, ბალახების ნაკრების, და აბაზანების სახით.
ხალხური რეცეპტები:
1. წყალხსნარი მზადდება: 10გრ. დანაწევრებულ ფოთლებს ესხმება 1 ჭიქა ადუღებული წყალი, 15 წთ ათბობენ წყლის აბაზანაზე, აციებენ , წურავენ. გამოიყენება 3-4-ჯერ დღეში ½ ჩაის ჭიქა ჭამამდე 30წთ-ით ადრე. მოცემული ნაყენი გამოიყენება საჭმლის გადამუშავების გაუმჯობესების მიზნით და მადის მოსამატებლად; ასევე ნაღველმდენად, საფაღარათო, მატონიზებლად და ანტიჰელმინთოზურად. 2. ფოთლების ნახარში გამოიყენება სამკურნალო აბაზანებად ბავშვებში სიყვითლისას, ყელში გამოსავლებად ანგინის დროს.
ასევე, კანის დაავადებებისას: ტროფიკული წყლულები და შეუხორცებელი ჭრილობები.
3. სამყურას ფოთლების ჩაი გამოიყენება საჭმლის გადამუშავების გასაუმჯობესებლად და მზადდება: 1 ჩაის კოვზი ფოთლებს ესხმება 250გრ ცივი წყალი, მიჰყავთ დუღილამდე, დაახლოებით 1 წთ ადუღებენ, შემდეგ ფილტრავენ და აციებენ. გამოიყენება 30წთ-ით ადრე ჭამამდე.
4. გასტრიტი დაქვეითებული მჟავიანობით: იღებენ თანაბარი რაოდენობით სამყურას ფოთლებს, აბზინდას, ფორთოხლის კანს, ასისთავას და წყლის მარწყვბალახას; მიღებული ნაკრების 1 სუფრის კოვზს ესხმება 250 მლ მდუღარე წყალი, ცეცხლზე აჩერებენ 30 წთ. მიიღება 1/3 ჭიქა 3-ჯერ დღეში ჭამამდე.
5. გასტრიტი მომატებული მჟავიანობით: თანაბარი რაოდენობით პიტნის ფოთოლი, სამყურას ფოთლები, ფარსმანდუკი და დიდი კამა; 1 სუფრის კოვზ ასეთ ნაკრებს ემატება 200მლ მდუღარე წყალი, აჩერებენ ცეცხლზე 30 წთ. მიიღება ½ ჭიქა 3 -ჯერ დღეში ჭამის წინ.
6. ნაწლავების მოქმედების სარეგულაციოდ მიიღება ნახარში: 1 სუფრის კოვზი სამყურას ფოთლები, 3 სუფრის კოვზი ხეჭრელას ქერქი (ხეშავი), 1 სუფრის კოვზი ფარსმანდუკი. ურევენ და ნაკრებიდან იღებენ 1 სუფრის კოვზს და ემატება 1 ჭიქა მდუღარე წყალი, აჩერებენ 40 წთ-ით. მიიღება ½ ჭიქა ღამით.
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ედინბურგის უნივერსიტეტის მკვლევარების განცხადებით, კანის სიჯანსაღისა და ახალგაზრდობის შენარჩუნების
გადაცემაში "თქვენი კლინიკა" მოისმენთ 7 აკრძალვას, რომელთა
მოცხარმა ონკოლოგების ყურადღება მიიპყრო. კვლევამ აჩვენა, რომ ამ კენკრას შეუძლია კიბოს უჯრედებთან ბრძოლა.
ექსეტერის უნივერსიტეტში შეადგინეს უკანასკნელი 10 წლის მანძილზე დედამიწის ატმოსფერული დაბინძურების რუქა.
ექიმები დიდი ხანია ელიან იმ დროს, როდესაც ცხოვრების ჯანსაღი წესი უბრალო მოდად კი არ ჩაითვლება,
ბოლო დროს საქართველოში ძალიან მომრავლდა ტკიპები, ბუნებას მონატრებულმა ადამიანებმა
ზაფხულის უხერხულ პრობლემათაგან ერთ-ერთი უმთავრესი ჭარბი ოფლიანობაა.
Notice: Undefined variable: new_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 227 Notice: Undefined variable: old_prcie in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 235 Notice: Undefined variable: deffered_price in /var/www/mkurnali.ge/public_html/modules/mod_rss_center/tmpl/default.php on line 243
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად