რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-საშვილოსნოს პოლიპი არის კეთილთვისებიანი წარმონაქმნი, რომელიც წარმოდგება საშვილოსნოს ლორწოვანი გარსისგან (ენდომეტრიუმი). მისი განვითარების მიზეზი შესაძლოა იყოს ენდომეტრიუმის ანთება (ენდომეტრიტი), ჰორმონული ფონის დარღვევა, ეროზია; ხშირად ეს ახალწარმონაქმნი იქცევა ხოლმე უნაყოფობის მიზეზად, იმიტომ , რომ ემბრიონს არ შეუძლია ჩანერგვა საშვილოსნოს ლორწოვანში, და ორსულობა არ ვითარდება. კლინიკური გამოვლინება შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. ყველაზე ხშირად: *სისხლდენა, რომელიც არ არის დაკავშრებული მენსტრუაციასთან; * ტკივილი სქესობრივი აქტის დროს. ეჭვი პოლიპზე ჩნდება ან პროფილაქტიკური დათვალიერების დროს ან ულტრაბგერითი გამოკვლევისას. საბოლოოდ დიაგნოზი ისმება ჰისტეროსკოპიის საფუძველზე, ენდომეტრიუმის გამოფხეკის, მეტროგრაფიის, კოლპოსკოპიის. როგორც უკვე იყო ნათქვამი პოლიპი წრმოადგენს კეთილთვისებიან წარმონაქმს, მაგრამ მისი მკურნალობა აუცილებელია, და რაც შეიძლება მალე. პოლიპის მოცილება ძირითადად ხდება ოპერაციული გზით. სხვა სახის მკურნალობა უეფექტოა. უმჯობესია გაკეთდეს ენდოსკოპიური (ჰისტეროსკოპია საშვილოსნოს ღრუს ენდოსკოპით დათვალიერება) მეთოდით თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა გექნებათ, თუ არა და საჭიროებთ ოპერაციას საშვილოსნოს ღრუს ინსტრუმენტული გზით გამოფხეკვას.