რატომ უნდა დავიწყოთ დილა ლიმონიანი წყლითროგორ გავანადგუროთ სახლის პირობებში ფაროსანა როგორ აპირებენ ექიმები სიმსივნის პროგნოზირებას 9 სანელებელი, რომელიც ტვინის ფუნქციონირებას აუმჯობესებს ნიახურისა და კიტრის კოქტეილი ორგანიზმის დეტოქსიკაციისთვის
-გამარჯობათ, როგორ შეიძლება სახლის პირობებში ორგანიზმიდან მარილების გამოდევნა? შეგიძლიათ მირჩიოთ რაიმე მცენარეული ნახარში? მადლობთ
პასუხი
-ამ მიზნით შეგიძლიათ გამოიყენოთ მცენარე პოლ-პალა. პოლ-პალაზე დღეს მთელ მსოფლიოში დიდი მოთხოვნაა. იყიდება საშუალო ზომის ნაფქვავი, რომელშიც შედის როგორც ფოთოლი, ასევე ღერო, ფესვი და კალათა. აფთიაქში პოლ-პალას შეძენისას აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება გამოშვების თარიღს, ვადას, მწარმოებელ ქვეყანას და ხარისხის სერტიფიკატს. აიღეთ ერთი სადილის კოვზი დაქუცმაცებული ბალახი, დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 15 წუთს გააჩერეთ წყლის აბაზანაში. შემდეგ ქურიდან გადმოდგით და ამავე აბაზანაში გააჩერეთ. როგორც კი ოდნავ შეგრილდება, გადაწურეთ და კარგად გაწურეთ. მიიღეთ დღეში 2-ჯერ, 1/2 ჭიქა ჭამამდე 30-40 წუთით ადრე, აუცილებლად საწრუპი მილით, რათა კბილების მინანქარი დაიცვათ. სამკურნალო-პროფილაქტიკური კურსის ჩატარებისას კვების რაციონიდან უნდა გამორიცხოთ ალკოჰოლი, ცხარე და მჟავე საკვები. შეგიძლიათ, ნაყენი თერმოსში მოამზადოთ. ერთ სადილის კოვზ დაქუცმაცებულ მცენარეს უნდა დაასხათ 200 მლ მდუღარე წყალი და ერთ საათს გააჩეროთ. ნაყენი უნდა მიიღოთ დღეში 2-3-ჯერ, 1/2-1/4 ჭიქა, თბილი, ზემოთ მითითებული წესით. მკურნალობის კურსი, ორგანიზმის მდგომარეობიდან გამომდინარე, 10-30 დღეს მოიცავს. შემდეგ რეკომენდებულია 6-თვიანი შესვენება და მეორე კურსის ჩატარება. თითოეული კურსისთვის 50-70 გ ბალახია საჭირო. პოლ-პალას უკუჩვენება არ გააჩნია, თუმცა დაუშვებელია სამკურნალო კურსის დიდხანს გაგრძელება.