რა არის ბუასილი და რა მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს... | პროქტოლოგია - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

თებერვალი 2021
0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - პროქტოლოგია

კატეგორია - პროქტოლოგია

27-05-2012

-რა არის ბუასილი და რა მკურნალობა შეიძლება ჩატარდეს სახლის პირობებში სანამ ექიმთან მივალ? გმადლობთ

პასუხი
-ამ დროს აუცილებელია ვიზიტი პროქტოლოგთან. ერთადერთი, რაც თქვენით შეგიძლიათ გააკეთოთ, უნდა მიიღოთ საკვები, რომელიც თავიდან აგაცილებთ შეკრულობას. გარდა ამისა, აკრძალულია ცხარე საკვები, ღორის ხორცი.
* შეკრულობის (ყაბზობის) კორექტირება კვებით: მცენარეული უჯრედისის დიდი ოდენობით მიღება (ბოსტნეულიდან კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ხილიდან - წითელი ვაშლი ე.წ „ბროცკი“, შავი ქლიავი (თუნდაც ჩირი), ჰერკულესი, წიწიბურა), მაწონი, დილას უზმოზე ერთი ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი.
*გარდა ამისა, აკრძალულია ცხარე საკვები, ღორის ხორცი. ყაბზობის თავიდან ასაცილებლად შეიტანეთ მენიუში მეტი ხილი და ბოსტნეული (ცოცხალი და მოხარშული სახით), კომპოტები, წვნიანები. მიირთვით წიწიბურა, შვრია, რძემჟავა პროდუქტები, ზეთიანი სალათები, შავი პური. ნუ მიირთმევთ მაგარ ჩაის, თეთრ პურს, ნიგვზიანს, ბარდეულს. დღის განმავლობაში მიიღეთ 2 ლიტრი სითხე მაინც. ყაბზობისას (შეკრულობისას) აუცილებელია პირველ ეტაპზე გამოიყენოთ საფაღარათო საშუალებებიც - ლაქტულოზას პრეპარატები, გუტალაქსი.
ჯდომის ხანგრძლივობა შეამცირეთ (უფრო მეტად იარეთ ან წამოწექით); .დეფეკაციის დროს გადაჭარბებული ჭინთვები აიცილეთ თავიდან.
*ჰიგიენური ღონისძიებები: ყოველი დეფეკაციის შემდეგ ანალური არის დაბანა ხაზგასმით ცივი წყლით! დადგენილია, რომ მუსულმანებში ჰემოროის განვითარების დაბალი ციფრები უკავშირდება მათ ტრადიციას, ცივი წყლით დაიმუშაონ ანალური ხვრელი დეფეკაციის შემდეგ. შესაძლოა ჰიგიენური პროცედურისთვის ანტისეპტიკური თვისებების მქონე მცენარეების ნაყენის გამოყენებაც - მაგალითად გვირილის.
*არ გაიღიზიანოთ კუჭი სპირტიანი სასმელებით, ლუდით, - ერიდეთ ორგანიზმის გადაციებას, განსაკუთრებით – სხეულის ქვედა ნაწილში, ნურასოდეს დაჯდებით ცივ ადგილას (ქვის ან მეტალის ზედაპირზე).
- ერიდეთ ხანგრძლივად ფეხით სიარულს და ფეხზე დგომას. ჰემოროის (ბუასილი)მკურნალობა ხალხური მედიცინის რეცეპტებით:
* გ ვ ი რ ი ლ ა 2-3 სუფრის კოვზ გვირილის ყვავილებს ასხამენ 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ და იდებენ საფენებს ჰემოროიდულ კვანძებზე, იქამდე, სანამ სულ არ შეხორცდება.
* უმი კარტოფილისგან გამოთალეთ სანთელი, ამოავლეთ თაფლში და ჩაიდეთ სწორ ნაწლავში.
* ფ ა რ ს მ ა ნ დ უ კ ი აქუცმაცებენ ფარსმანდუკსა და ასხამენ სპირტს (ქილაში), აჩერებენ 2 კვირა, ღებულობენ 30 წვეთს ცოტა წყლით დღეში 3-ჯერ. აჩერებს სისხლდენას.
* ჭ ი ნ ჭ ა რ ი 2 სუფრის კოვზ ჭინჭრის მშრალ ფოთლებს ასხამენ 1 ჩაის წიქა მდუღარეს, აჩერებენ 1 სთ. წურავენ. ღებულობენ 1/2 ჭიქას დღეში 2-ჯერ.
ჰემოროის მსუბუქი ფორმის დროს ეს რეკომენდაციები საკმაოდ კარგ შედეგს იძლევა.
დამატებითი ინფორმაცია მიიღეთ ჩვენი ვებ გვერდიდან, მისამართზე http://mkurnali.ambebi.ge/component/encyclopedia/?task=term&id=454
კომენტარები
24 ოქტომბერი 2020 11:41
გამარჯობა, ვარ 22 წლის, ვიმშობირე სამი თვის წინ, ორსულობის ბილო ორი თუ სამი თვე განმივითარდა ბუასილი, შემრულობა ბავშვობიდან მაწუხებდა და ორსულობაში უარესად ვიყავი, ვსვამდი გუტალაქსს ძალიან ხშირად, მქონდა გადმობრუნებული, მქონდა სისხლიც, ყოველი დეფეკაციის შემდგომ უფრო იზრდებოდა გადმობრუნება და მერე რამდენიმე საათში თვის ადგილს უბრუნდებოდა, გავიდა სამი თვე და კვლავ მაწუხებს დეფეკაციის დროს მაქვს სულ ცოტა ოდენი სისხლი, გადმობრუნებაც მაქვს სულ ოდნავ სახლის პირობებში ვერ ვუშველი? ქირურგიული ჩარევას საჭიროებს? წვა და ქავილი არ მაქვს, მქონდა თავიდან მაგრამ ეხლა უკვე აღარ
14 სექტემბერი 2020 13:04
გამარჯობათ... ვარ 34 წლის. უკანა ტანში მაქვს წამონაზარდი. ტკივილი და სისხლდენა არ მაქვს. წვა და ქავილი მაქვს. მაწუხებს შეკრულობა. საზღვარგარეთ ვარ და ექიმთან ვერ მივდივარ. თუ შეგიძლიათ მითხრათ რა არის და რითი შეიძლება ვუმკურნალო
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
ნიგოზი გულისთვის განსაკუთრებულად სასარგებლო პროდუქტადაა აღიარებული.
ღვიძლი ის ორგანოა, რომელიც მრავალ, მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. ამიტომ მის დასაცავად ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.
უახლესი ლაზერული აპარატით,რომელიც კლინიკა "ახალმა მზერამ" მიიღო გრანტის წესით, შესაძლებელია გლაუკომის სკრინინგი,
როგორც ოქსფორდის უნივერსიტეტის კვლევამ აჩვენა, თაფლი, ტრადიციულ პრეპარატებზე
პირველი კლასი და სასკოლო ადაპტაცია - სასკოლო ადაპტაციის გასავლელად მშობლებს რჩევებს აძლევს
ადამიანის ხერხემალს ყოველდღიურად დიდი დატვირთვა ადგება, შესაბამისად,
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად