ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე, ორსულობის დროს ძალიან ... | რჩევები - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

აგვისტო 2019

კითხვა-პასუხი

0
უფასო კითხვა
0
ფასიანი კითხვა
კითხვა-პასუხი - რჩევები

კატეგორია - რჩევები

21-05-2012

-ძალიან გთხოვთ მირჩიოთ რამე, ორსულობის დროს ძალიან მოვიმატე წონაში, მინდა დიეტა დავიცვა, მაგრამ მითხრეს არ შეიძლება ძუძუთი კვების დროს, შეიძლება თუ არა პურის გამორიცხვა რაციონიდან, ან რამე დიეტა მირჩიეთ რა, ძალიან მაწუხებს წონა.

პასუხი
-მეძუძური ქალი არ უნდა მისდევდეს მკაცრ დიეტას. საკმარისია, რაციონიდან გამორიცხოს ცხიმიანი საკვები, ტკბილეული, ტკბილი გაზიანი სასმელი, მზესუმზირა. შემწვარი საკვები სასურველი არ არის. ყველაფერი დანარჩენი - პირველი და მეორე კერძები მჭლე ხორცით ან თევზით, ხარისხიანი ყველი, ბოსტნეული, ხილი - ნებადართულია. ნუ დაივიწყებთ ფაფებს. ამავე დროს სასურველია შევამციროთ ტკბილეულისა და ცომეულის მიღება. ბავშვის კვებისას ეცადეთ მიიღოთ მეტი ბოსტნეული და ახალი ხილი, ასე თქვენს მიერ გამომუშავებული რძე გაჯერებული იქნება ვიტამინებით. დიდი მნიშვნელობა აქვს დღის რეჟიმს. სასურველია, იგი შევუთანხმოთ ბავშვის კვების რეჟიმს და საკვები მივიღოთ ძუძუთი კვების წინ (დღეში 5-6-ჯერ). ეს ხელს შეუწყობს რძის სეკრეციას.
ლაქტაციის გასაუმჯობესებად ჭამის წინ შეიძლება მიირთვათ ერთი ჭიქა რძე ან წვენი. თუ დაიცავთ არსებულ კვებით რეკომენდაციებს, ნამდვილად აღარ მოიმატებთ.
ქვემოთ მოგვყავს მეძუძურის მენიუ.
თქვენ შეიძლება მიიღოთ მხოლოდ 200 გრამამედე პურეული, ნაკლებად მიიღოთ კარტოფილი; მეძუძური ქალის ყოველდღიურ რაციონში უნდა შედიოდეს:
• 200 გრამი ხორცი (უმეტესად - მოხარშული და მჭლე);
• 100-150 გრამი ხაჭო;
• 20-30 გრამი ყველი;
• 1 მოხარშული კვერცხი (კვირაში 2-3 დღე);
• 600 გრამი ბოსტნეული (აქედან კარტოფილი - არა უმეტეს 200 გრამისა);
• 200-300 გრამი ხილი;
• პური - არა უმეტეს 400 გრამისა (ამ ოდენობაში შედის სხვა ცომეული და საკონდიტრო ნაწარმი); ჭვავის პური – 100გ . ხორბლის პური – 200 გ
• სითხე - არა უმეტეს 2 ლიტრისა, აქედან 1 ლიტრი საკვების, ხოლო 1 ლიტრი წყლის სახით (ამაში არ შედის ტკბილი გაზიანი სასმელები - კოკა-კოლა, ფანტა, პეპსი-კოლა და სხვა).
გინეკოლოგთან კონსულტაციაზე ჩაწერისთვის დაგვიკავშირდით 577 12 04 66
კომენტარები
დაამატეთ კომენტარი
მსგავსი კითხვები
დიეტოლოგია
დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტის თანამშრომლები დარწმუნებულები არიან, რომ ფინჯანი ჩაის ან ერთი
ექსპერტებმა დაასახელეს ბადრიჯანის სასარგებლო თვისებები, რის გამოც ის აუცილებლად უნდა ჩართოთ საკვებ რაციონში.
ნიუ-იორკის ბინგემტონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ადამიანს ახალგაზრდობაში უფრო მეტად ესაჭიროება
ალოე ვერა განსაკუთრებული თვისებების მქონე მარადმწვანე მცენარეა. მისი სამშობლო აფრიკაა, თუმცა დღეს ის უამრავ რეგიონშია გავრცელებული.
სადღეისოდ ასეთი კრემების ასორტიმენტი საკმაოდ ფართოა. ხშირად არც კი ვიცით, რომელი ხაზის კრემი უფრო მიესადაგება ჩვენს კანს.
სამწუხაროდ, ბოლო ათწლეულის მანძილზე ალერგიული დაავადებებით, მათ შორის - ბრონქული ასთმით დაავადებულთა
დღევანდელი ცხოვრების რიტმი, მძიმე ეკოლოგიური გარემო, კვების თავისებურებები განაპირობებს სხვადასხვა პათოლოგიის
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად